უცხოეთი
ლავროვი: „სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა განსაკუთრებით აქტუალურია ნატოში საქართველოს ჩათრევის ფონზე“
1-lavr-zar-1-analitსაქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. რფ-სა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა სერგეი ლავროვმა და დავით სანაკოევმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის თაობაზე. „შეთანხმება სახელმწიფო საზღვრის თაობაზე ნებისმიერი სახელმწიფოს ატრიბუტია, რომლებსაც წარმოადგენენ რფ-ცა და სამხრეთ ოსეთიც. ასეთივე შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება აფხაზეთთანაც. დიდი გათვლით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი ურთიერთობები ორივე რესპუბლიკასთან ერთნაირად დადებითია. ამასთან, რუსეთი და სამხრეთ ოსეთი ერთიანი არიან იმაში, რომ ნატოში საქართველოს ჩათრევა ხელს არ შეუწყობს სტაბილურობას ამიერკავკასიაში. ჩენ დავადასტურეთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმებების დადების მიღწევის აუცილებლობა, რომლებიც გამორიცხავდა 2008 წლის მოვლენების გამეორებას“, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა.