უცხოეთი
რუსეთის ჯავახკის დიასპორა: „სამცხე-ჯავახკის სომხებს საქართველოს რაიმე ტერიტორიის გამოყოფის განზრახვა არ აქვთ!“

diaspora-zar-1-anსაქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის ჯავახკის დიასპორამ საქინფორმის რედაქციას შემდეგი განცხადება გამოუგზავნა:
„ქართველ ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ, სომხები, - ერთადერთი ხალხი ვართ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომლის იმედიც შეიძლება ჰქონდეს და რომელსაც შეუძლია ენდობოდეს, და ჩვენ ისეთივე ძმური სიყვარულით უნდ ამოგვეპყრან, როგორც ჩვენ ვეპყრობით საქართველოს...
ჩვენ ბევრი არ გვინდა, გვინდა მხოლოდ, რომ ჯავახკის (სამცხე-ჯავახეთის) სომხებს საქართველოში ყველგან პატივისცემით ხვდებოდნენ, განსაკუთრებით კი სახელმწიფო ორგანოებში.

 არ ღირს მათთვის ზემოდან ქვემოთ ყურება, მათი უფლებების შელახვა. საქართველოს სახელმწიფო ჩინოვნიკები არ უნდა ავიწროებდნენ მათ და არ უნდა უყენებდნენ უსაფუძვლო მოთხოვნებს. ჯავახკის და, საერთოდ, მთელი საქართველოს სომხები თავისი კონსტიტუციური უფლებებითა და თავისუფლებებით უნდ აიყვნენ საქართველოს მოქალაქეთა თანასწორი, უნდა გრძნობდნენ თავს ს ბატონ-პატრონებად ქვეყნისა, სახელწოდებით „საქართველო“...

 

განა არის ამაში რაიმე წარმოუდგენელი?
განა ეს ადამიანურად სამართლიანი არ არის?