უცხოეთი
კიევის ხუნტის დასასრულის დასაწყისი - კიევში მომიტინგეები პრეზიდენტი პოროშენკოს ადმინისტრაციის შენობაში შეჭრას შეეცადნენ!

naCalo-zar-2-anსაქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. მილიციამ და ნაცგვარდიელებმა კიევში აღკვეთეს მომიტინგეთა მცდელობა, შეჭრილიყვნენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. აქციის მონაწილენი სამხედრო მდგომარეობის შემოღებას ითხოვდნენ, ასევე მოითხოვდნენ მთელი ძალოვანი ბლოკის ხელმძღვანელობის გადადგომას ქვენის აღმოსავლეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის გამო.

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს შეშვება ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში და ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გასვლა. ამასთან, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო დებალცევოს რაინიდან 25-ე ბატალიონი - „კიევსკაია რუს“-ის გაყვანა. „Союз матерей“-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ვაჟიშვილები უკვე რამდენიმე დღე-ღამეა კავშირზე არ გამოდიან (ვიდეო იხ. აქ).

შედეგად, მიტინმგის მონაწილენი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ტარანოვს შეუთანხმდნენ, რომ ის პეტრო პოროშენკოსთან მათი შეხვედრის ორგანიზებას მოახდენს.