უცხოეთი
იცნობდეთ: ერიკ ჯონსონი - კიევში აშშ-ის საელჩოს პრესატაშე, რომელიც საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში მმართველი რეჟიმების დამხობას აპიარებდა, რომლის ხელშიც ადამიანები, ზომბებივით, თანამოქალაქეების ხოცვას იწყებდნენ!

donor-zar-1-anსაქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ეს ანგარიში საერთაშორისო (ამერიკული) საზოგადოებრივი ორგანიზაცია „Internews Network”-ის დირექტორს, აშშ-ის მოქალაქე ერიკ ჯონსონს ეკუთვნის. დაფინანსება ხორციელდებოდა სხვადასხვა უცხოური ფონდიდან, თუმცა, ანგარიში სწორედ სახდეპისთვისაა მომზადებული, რაც მოწმობს აშშ-ს მთავარ როლს და უჩვენებს - ვინ ვინ არის...

ერიკ ჯონსონის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მწირია, პრაქტიკულად არაა, ის სოციალურ ქსელებშიც არ იძებნება, რაც ამერიკელებისთვის ძალიან საეჭვოა. ორგანიზაციის ოფიციალური საიტის მონაცემებით, უკვე 15 წლის განმავლობაში ის უზრუნველჰყოფს საინფორმაციო პროპაგანდას პოსტსაბჭოთა სივრცეში, და რაც უნდა უცნაური იყოს, მის შემდეგ ყველგან „ფერადი რევოლუციები“ ხდებოდა“. მისი საქმიანობის გეოგრაფია შთამბეჭდავია.

ასე რომ, გაიცანით, ერიკ ჯონსონი სწორედ ის კაცია, რომელიც საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში მმართველი რეჟიმების დამხობას აპიარებდა და მათ დემოკრატიულ შეფერილობას ანიჭებდა; რომელიც ტვინში უჭედავდა „განსაკუთრებით განათლებულ“ საზოგადოებას ტერმინებს „ვარდების რევოლუცია“, „ნარინჯისფერი რევოლუცია“, „ტიტების რევოლუცია“, „ევრომაიდანი“ და მათ სისხლიან შეფერილობას აძლევდა. ეს სწორედ ის საზოგადოებრივი აზრის შემქმნელია, რომლის ხელშიც ადამიანები, ზომბებივით, თანამოქალაქეების ხოცვას იწყებდნენ.

შთამბეჭდავია აშშ-ის მიერ მისი საქმიანობისთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების მასშტაბურობა, რომლის მიხედვითვაც თუ ვიმსჯელებთ, მისი მადა აშშ-ის თავდაცვის ხარჯების დონეს უტოლდება და იმ ქვეყნების ბიუჯეტს სჭარბობს, სადაც ეს უსახო და უხილავი ადამიანი იმყოფება. ანუ გამოდის, რომ აშშ სისხლისღვრაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე საკუთარი ნაციის ჯანმრთელობაზე.

უკრაინელებმა უკვე იწვნიეს მისი საგანმანათლებლო მუშაობის შედეგი, ერიკ ჯონსონს ფარულად ეკავა აშშ-ის საელჩოს პრესატაშეს თანამდებობა კიევში და „ჩუმად“ აფინასებდა „თავისუფალ სიტყვას“ უკრაინაში.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შარშან საოცრად დიდი ანაზღაურება ჰქონდა ზოგიერთ რუსულ მედიასაც. ეს თანხები, სავარაუდოდ, მიმართული იყო არა მარტო „ევრომაიდანის“ საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, არამედ რუსეთის პოლიტიკის ხისტი „ტროლინგისთვისაც“. რუსულ პოლიტიკას, პრეზიდენტ ვ. ვ. პუტნსა და მთლიანად რუსებს უზრუნველყოფილი ჰქონდათ შავი პიარი. გამოდის, რომ ჯონსონი ახალ რუსეთს მიადგა.

აი დაფინანსების ზოგიერთი მონაცემიც და ეს მხოლოდ დასაწყისია...

 

მიმღები                                              დონორი                    თანხა                          გადარიცხვის დრო

დამოუკიდებელი პრესცენტრი     NED (აშშ)                  66 383,43$          08.10.2014

„რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი“ Macarthur foundation (აშშ)  101 992,6$   17.03.2014

«Norsk Journalistlag» (ნორვეგია)       8 335$          23.04.2014

«Norsk Journalistlag» (ნორვეგია)     8 248$           20.06.2014

Macarthur foundation (ავსტრია)     81 168$         02.07.2014

«United way worldline 701 fairfax st.Alexandria US Virginia» (აშშ) 39 504$      08.07.2014

 

„პრესის თავისუფლების მხარდაჭერის ფონდი“ «Mainstream business s.a. 20 000$ 06.05.2014

«NED» (აშშ)              20978$                 09.06.2014

Cypcoserve Limited as Trustee of the Wilet Foundation (კვიპროსი)          100 000$              03.10.2014

Cypcoserve Limited as Trustee of the Wilet Foundation (კვიპროსი)          100 000$              24.10.2014

„ინფორმაციის ცენტრი „ფრიინფორმი“  NED (აშშ)                      14 000$             19.03.2014

NED (აშშ)                       19 069$             06.06.2014

«Mailstop»                       10 500$             04.09.2014

NED (აშშ)                  10 500$                    22.08.2014

NED (აშშ)                       6 250                 26.08.2014

„დამოუკიდებელი რადიომაუწყებლობის ფონდი“ «European commission directorate» (ბელგია)  72 203$                 22.05.2014

«Linne Universitetet» (შვედეთი)                        88 522$             26.06.2014

„საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდაჭერის ფონდი“ NED (აშშ)                       9 980$                28.07.2014

NED (აშშ)                      21 980$               08.10.2014

 

დეკემბერში ეკატერინბურგში ჩავიდა სპეციალისტი, რომელიც ძალიან ჰგავს ჯონსონს - ტიმ თიმონსი, ურალში მეხუთე კოლონის ახალი კურატორი, რომლის ფოტოებიც არ არსებობს და კონსპირაციაც მაქსიმალურად დაცულია...

http://zergulio.livejournal.com/2453202.html