უცხოეთი
სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Freedom House-ის შეფასებებს აშშ-ის სახდეპის პოლიტიკური შეკვეთა უწოდა

zarub-3საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. Freedom House-ის ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიის მდგომარეობაზე მიკერძოებულია და არ ასახავს რეალურ სიტუაციას ცელკეულ ქვეყნებსა და მთლიანად მსოფლიოში. ამის შესახებ ИА REGNUM-ს სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა განუცხადა.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით სამხრეთ ოსეთის თავისუფლების ინდექსი 6.5-ს შეადგენს, მათ შორის პოლიტიკური თავისუფლებისა - 7-ს და სამოქალაქო თავისუფლებისა - 6-ს. ეს ნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთს არათავისუფალი ქვეყანა ეწოდა. სულ ორგანიზაციის მოხსენებაში შეფასებულია 195 ქვეყანა, რომელთაგან 89-ს თავისუფალი ეწოდა, 55-ს - ნაწილობრივ თავისუფალი და 51-ს - არათავისუფალი.

მისი აზრით, მოხსენებების მომზადებისას ორგანიზაცია ეყრდნობა სუბიექტურ მაჩვენებლებს, რომლებიც ამახინჯებს საქმის რეალურ ვითარებას ამა თუ იმ ქვეყანაში. გარდა ამისა, მინისტრს აბსურდულად მიაჩნია რაიმე დასკვნების კეთება ადამიანთა უფლებების დაცვაზე და დემოკრატიის მდგომარეობაზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები არც სტუმებიან.

Freedom House-ის ანგარიში ქვეყნებს აფასებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც მათ საქმიანობას აფინანსებს. ეს პოლიტიკურ შეკვეთას ჰგავს“, - განაცხადა სანაკოევმა.