უცხოეთი
ობამამ CNN-თან აღიარა, რომ სწორედ აშშ-მა მოაწყო მაიდანი, ჩამოაგდო იანუკოვიჩი და ხელისუფლებაში ბანდერელი ფაშისტები, ოლიგარქები და თავისი ხელდასხმულები მოიყვანა!

1-B-obama-zar-1-anსაქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. მართებულია თუ არა მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსეთთან მიმართებაში თქვენი პოლიტიკა საკმარისად ეფექტიანი იყო რუსეთის ეკონომიკის დასასუსტებლად? თუმცა, ამან ვერ შეჩერა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არასტაბილურობის შექმნისგან. ბოლო კვირებში კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა (იხ. ვიდეო).
ბარაქ ობამა, აშშ-ის პრეზიდენტი: სავსებით მართებულია. ვფიქრობ, ეს ბატონი პუტინის ცუდ გადაწყვეტილებებს მოწმობს, რომელიც მან თავისი ქვეყნის სახელით მიიღო. როცა პრეზიდენტი გავხდი, ეფექტიანი სამუშაო ურთიერთობები დავამყარე ბატონ მედვედევთან. ამის შედეგად რუსულმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, ხელისუფლებას მისი დივერსიფიცირების საშუალება მიეცა. რუსეთის ურთიერთობები ევროპასა და მთელ მსოფლიოსთან მყარი იყო. რუსეთმა ჩვენი დახმარებით შეაბიჯა მსო-ში.

საქინფორმისგან: ობამამ CNN-თან ინტერვიუში რიგი ისტორიული განცხადებები და აღიარებები გააკეთა.

1. ობამამ აღიარა, რომ სწორედ აშშ-მა მოაწყო მაიდანი, დაამხო იანუკოვიჩი და ხელისუფლებაში ბანდერელი ფაშისტები, ოლიგარქები და თავისი ხელდასხმულები მოიყვანა.

2. ობამამ აღიარა, რომ აშშ კმაყოფილი იყო მედვედევით რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე და მისი მაშინდელი ლიბერალური გუნდით.

3. ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ის უპირველესი მიზანი ახლა რუსეთისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენებაა ყველა სფეროში.

4. ობამამ ღიად განაცხადა აშშ-სა და რუსეთს შორის პირდაპირი შეიარაღებული ომის შესახებ, ამასთან, მან თქვა, რომ ეს ომი მომგებიანი არ არის აშშ-თვის და ამიტომ ის ნატოს ქვეყნების ხელით წარიმართება.

5. ობამამ განაცხადა, რომ კმაყოფილია პოროშენკოსა და იაცენიუკის პოლიტიკითა და მოქმედებებით.