უცხოეთი
Creative Georgia News: „ქართული ვალი“ უკრაინას - საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის საკითხები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ომში უშუალოდ საქართველოს მოქმედი სამხედრო-პოლიტიკური ელიტის კომპეტენციაშია“

1-creativ-zar-1-anსაქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. წინამდებარე მასალა წარმოადგენს ინტერნეტ-რესურს „Creative Georgia News“-ის ექსკლუზივს. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი პასუხს არ აგებს მასში მოცემული ინფორმაციის უტყუარობაზე.

„ქართული ვალი“ უკრაინას

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაციის ანალიზისას, თვალნათლივ ვხედავთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მზარდ არაკომპეტენტურობას მოცემულ ასპექტში.

თუ უწინ ჩვენი რესურსი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მ. სააკაშვილისა და მისი ერთგული პოლიტიკური სუბიექტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულზე ლაპარაკობდა უკრაინის კონფლიქტში საქართველოს მოქალაქეების ჩართვასთან დაკავშირებით, დღეს კიდევ უფრო მახინჯი ფორმა ჩამოყალიბდა პროპაგანდისა, რომელსაც აშკარად უჭერენ მხარს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მართლაც, უწინ თითს საფეთქელთან ვიტრიალებდით, როცა ვუყურებდით, როგორც ცირკში, როგორ მონაწილეობდა მიშიკო „ევრომაიდანის“ მიტინგებში, აქეზებდა უკრაინელი ხალხის ფაშისტურ მისწრაფებას, პარალელს ავლებდა 2008 წლის აგვისტოს ომთან (როცა ქართული ჯარების მხარეზე უკრაინელი ნაციონალისტები იბრძოდნენ). მის ნაბიჯებს ასევე გმობდნენ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში. ჩვენ სიფრთხილით ვეკიდებოდით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ინიციატივებს უკრაინისთვის დაქირავებული მებრძოლების შერჩევისა და მომზადების შესახებ, რომლებსაც, როგორც წესი, ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ აქტივისტები აჟღერებდნენ. თუმცა ამას ერთეული ხასიათი ჰქონდა და არ გამოხატავდა ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის აზრს.

ამჟამად სიტუაცია ისეთია, რომ საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის საკითხი  სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ომში უშუალოდ საქართველოს მოქმედი სამხედრო-პოლიტიკური ელიტის კომპეტენციაშია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების მომენტიდან უკრაინის არმიის მხარეზე, სხვადასხვა შეფასებით, საქართველოს 300-დან 400-მდე მოქალაქე მონაწილეობდა. ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებული წყაროებიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ქართველი დაქირავებული მებრძოლები, პირველ რიგში, წარმოდგენილი არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებსაც უკვე აქვთ საბრძოლო გამოცდილება ავღანეთში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, სირიასა და ერაყში და საბრძოლო მოქმედებებში სნაიპერებად, არტილერისტებად, ტანკისტებად მონაწილეობენ. ამასთან, დაქირავებული მებრძოლების შერჩევითა და საქართველოდან უკრაინაში მათი გადასროლით სწორედ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი ოფიცრები და სხვადასხვა პროდასავლური არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან დაკავებული. უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად ასევე სთავაზობენ სამოქალაქო პირებს, ამასთან, ისინი წინასწარ მომზადებას გადიან „ვაზიანის“ სამხედრო ბაზაზე.

დაქირავებულ მებრძოლთა მომზადებაში საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მონაწილეობაზე საუბრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს ბანდჯგუფების ფორმირების სხვა არხიც უკრაინაში საომრად. კონკრეტულად კი - რადიკალური მიმართულების ქართველი მუსლიმანები. აღნიშნული კატეგორია საკმაოდ ხშირად გამოთქვამს რომელიმე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის სურვილს, რასაკვირველია, არა უსასყიდლოდ.

ეს არხი ფორმირებულია და აგრძელებს ფუნქციონირებას ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური, თუმცა ფარული მხარდაჭერით. საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სწორედ მ. სააკაშვილის წარმომადგენელმა გაგზავნა უკრაინაში აჭარელი ვაჰაბიტების ლიდერი, ქ. ბათუმის მკვიდრი ავთო ბერიძე, რომელიც თავისი რაზმით აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში სამთავრობო ჯარების მხარეზე. ეს ის ა. ბერიძეა, რომელსაც თავის დროზე ჩეჩენი ბოევიკების ცნობილმა საველე მეთაურმა რუსლან გილაევმა, ჩეჩნეთში რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში დამსახურებებისა და აქტიური მონაწილეობისათვის, ცხენი აჩუქა.

მიუხედავად ა. ბერიძის თავგანწირვისა „საომარ ველზე“, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა არ დააფასა მისი ძალისხმევა და უარი თქვა მის მიერ გაწეული სამსახურის ანაზღაურებაზე. „ჭეშმარიტმა მუსლმანმა“ წყენა გულში ჩაიდო და, გზადაგზა მოროდიორობით, საქართველოში დაბრუნდა.

ამ ისტორიაში არ უნდა დაგვავიწყდეს პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც, რომელთა ნაწილი უშუალოდ მონაწილეობს ერაყისა და სირიის მოვლენებში. მითითებულ ქვეყნებში სისხლის დაღვრის შემდეგ ეს „მაქციები“ საქართველოში ბრუნდებიან და რაზმებს აყალიბებენ უკრაინაში გასაგზავნად, გამოდიან რა როგორც ინსტრუქტორების, ისე შემსრულებლების როლში. ამასთან, აშშ-მა, საქართველოსადმი თავისი ლოიალურობის მიუხედავად, ზოგიერთი პანკისელი ქისტი ტერორისტად გამოაცხადა და მათი საბანკო ანგარიშები დააყადაღა. კერძოდ, თარხან ბათიაშვილი (აბუ ომარ ალ-შიშანი) და მუსლიმ მარგოშვილი (მუსლიმ ალ-შიშანი), რომელთა კვალიც უკრაინაში იკვეთება. ამ ორი ლიდერის გარდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში კიდევ 70-დან 100-მდე ახალგაზრდა პანკისელი იბრძვის ლევ ირაკლის ძე მარგოშვილის მეტაურობით, რომელმაც „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნისთვის ბრძოლებში დაღუპული საიფულ მაჩალიკაშვილი ჩაანაცვლა.

„ვალს გადახდა უნდაო“ და როგორც მ. სააკაშვილმა „უანდერძა“, საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავის მისწრაფებაში, დაეხმაროს უკრაინას „რუს ოკუპანტებზე გამარჯვებაში“, ხელმძღვანელობს უფრო მეტად არა ძმური ურთიერთობებით, არამედ სურვილით, კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი ოკეანისგაღმელი პატრონების დავალებები, რომლებიც მზად არიან რუსებს „უკანასკნელ ქართველამდე და უკრაინელამდე“ ებრძოლონ...