უცხოეთი
სარა ვაგენკნეჰტი: „პოლონელებო, დაგავიწყდათ, ვინ გამოგირთოთ ღუმელი ოსვენციმში?! თუ, უკრაინელი ნაცისტების სიაში ჩაწერით იმას ეძებთ, ვინც შეგახსენებთ, თუ როგორ მუშაობს ისინი?!“

1-sara-zar-3საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. გფრ-ში აღშფოთებული არიან პოლონელების უარით, მიიწვიონ პუტინი ცერემონიაზე ოსვენციმში. რამდენიმე გერმანულმა საზოგადოებრივი ორგანიზაციამ გააპროტესტა უარი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მოწვევაზე საბჭოთა ჯარების მიერ ოსვენციმის ნაცისტური სიკვდილის ბანაკის გათავისუფლების 70 წლისთავის სამახსოვრო ცერემონიაზე. ამ ორგანიზაციების განცხადებები გამოაქვეყნა მემარცხენე გერმანულმა გაზეთმა Junge Welt.

კერძოდ, ორგანიზაცია „კომუნისტურმა პლატფორმამ“, რომელიც „მემარცხენეთა“ საპარლამენტო პარტიაში შედის, გააკეთა განცხადება, სადაც მკაცრად გააკრიტიკა ის, რომ რუსეთის ლიდერი ოსვენციმის გათავისუფლების იუბილეზე არ მიიწვიეს. განცხადებაში მოითხოვენ, რომ გამოხატული იქნეს პატივისცემა 27 მილიონი საბჭოთა მოქალაქისადმი, რომლებიც ფაშიზმთან ბრძოლაში დაეცნენ და ოფიციალურად მიიწვიონ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოსვენციმში ხსოვნის ღონისძიებაზე. განცხადებას უკვე მოაწერეს ხელი ბუნდესტაგში ფრაქცია „მემარცხენეთა“ თავმჯდომარის მოადგილე სარა ვაგენკნეჰტმა, ბუნდესტაგის დეპუტატმა ფოლკმარ ფოგელმა, ასევე, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ოსკარ ლაფონტენმა.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ისტორიის გადაწერით დაკავდეს რუსეთისადმი საშინელი სიძულვილის ფონაზე, რომლის ტირაჟირებასაც დასავლური მედია ახდენს. ხელმომწერებმა ასევე მიუთითეს ეფრაიმ ზუროფის - სიმონ ვაზენტალის ცენტრის (ადამიანის უფლებთ დაცვის, ტერორიზმთან, ანტისემიტიზმთან ბრძოლისა და ჰოლოკოსტის შემსწავლელი ცენტრი) ისრაელის განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებაზე, რომელმაც 14 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია, სადაც განაცხადა, რომ ოსვენციმი მარტო საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს და ჰიტლერულ გერმანიაზე გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულეს.

ერთადერთი, ვინც, ზუროფის აზრით, საიუბილეო ცერემონიაზე დასწრებას იმსახურებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.

Junge Welt-მა ასევე გამოაქვეყნა  წინააღმდეგობის მებრძოლთა საერთაშორისო ფედერაციის მიმართვა გფრ-ში პოლონეთის ელჩი ეჟი მარგანსკისადმი. წერილში ფედერაცია აცხადებს, რომ ისტორიის დამახინჯება ამწუთიერი პოლიტიკური სარგებლისათვის, ანტიჰიტლერული კოალიციის ყველა მებრძოლისა და უწინარესად, საბჭოთა ჯარისკაცის უპატივცემულობაა. „პოლონელებმა პუტინი არ მიიწვიეს და მიიწვიეს გფრ-ის მთელი უმაღლესი ხელმძღვანელობა!“ - ამ ფაქტით ორგანიზაცია უკიდურესად აღშფოთებულია.