უცხოეთი
LifeNews-მა დაადგინა მარიუპოლში ბრიტანელი დაქირავებული მებრძოლის ვინაობა - უკრაინული ბატალიონის მებრძოლი კრის გარეტი საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე უკრაინაში დარჩენას აპირებს...

1-life-zar-2-anსაქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ინტერნეტში ახლახან გაჩნდა ვიდეო, რომლის კადრებშიც უკრაინის ნაცგვარდიის ინგლისურად მოლაპარაკე, ბატალიონ „აზოვის“ სამხრეიანი მებრძოლი დონბასშია გადაღებული. ძალოვანმა სახეზე ხელი აიფარა და მოითხოვა, რომ ოპერატორს აპარატურა გაეწია. ამ კაცს კრის გარეტი ჰქვია. LifeNews-ის კორესპონდენტებმა მოძებნეს ბრიტანელი და გაარკვიეს, თუ რას აკეთებს იგი უკრაინის ტერიტორიაზე.

ყოფილი ბრიტანელი სამხედრო ირწმუნება, რომ დიდი ბრიტანეთიდან უკრაინაში ვოლნტიორად ჩავიდა, რათა დაჭრილებს მიხმარებოდა. საბრძოლო მომზადების წყალობით კი მოხალისეთა ბატალიონში მოხვდა. კრისი ირწმუნება, რომ ის მხოლოდ სამედიცინო დახმარების აღმოჩენითა და განაღმვითაა დაკავებული. „მოხალისემ“ სრულფასოვანი ინტერვიუს მიცემაზე უარი განაცხადა, თუმცა „ფეისბუქზე“ მიმოწერაში მოჰყვა, რომ საბრძოლო გამოცდილება აქვს.

რისკზე წავედი, რომ აქ ადამიანებს მივხმარებოდი. არც ნაცისტი ვარ და არც ულტრამემარჯვენე. დიახ, ხელში იარაღი მიჭირავს, მაგრამ მშვიდობიანი მიზნები მაქვს. რასაც უკრაინაში ვაკეთებ, ჩემს სავოლონტიერო საქმიანობას ჰგავს ბირმაში. იქ ბევრი რამ ვისწავლე“, - წერს გარეტი.