უცხოეთი
Global Research: „ამერიკამ ნამდვილი ომი გააჩაღა კაცობრიობის წინააღმდეგ და მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული ომის გასაჩაღებლად. ისტორიაში არც ერთი სახელმწიფო არ წარმოადგენდა მთელი მსოფლიო თანამეგობრობისათვის ისეთ საფრთხეს, როგორსაც აშშ!“

1-global-zar-1-anსაქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ქვეყნის ხელისუფლება მიმართავს ისეთ მეთოდებს, რომელთა გამოყენებაც დიქტატორებსაც კი ერიდებათ. „ისინი იყენებენ მასობრივი განადგურების იარაღს: ქიმიურს, ბიოლოგიურსა და რადიაციულს. ასევე, ატარებენ ახალი სახეობის შეიარაღების ცდებს. ვაშინგტონი ამერიკის იმპერიის საზღვრების გაფართოებას მანამდე გეგმავს, სანამ აბსოლუტურ მსოფლიო ბატონობას არ მიაღწევს. ამისათვის ის მზადაა რუსეთის ანდა ირანის წინააღმდეგ ბირთვული ომიც კი გააჩაღოს“, - წერს სტატიის ავტორი ცნობილ ამერიკულ გამოცემაში.

ბარაქ ობამა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომის საბაბით ცდილობს კონგრესი დაითანხმოს შეუზღუდავ ომზე მთელ მსოფლიოში. პირველივე დღიდან, როგორც კი ობამა პრეზიდენტი გახდა, მან ომი გამოუცხადა მთელ კაცობრიობას. არც ერთი სახელმწიფო ისტორიაში არ წარმოადგენდა ისეთ საფრთხეს მთელი მსოფლიო თანამეგობრობისათვის, როგორცსაც აშშ!“ - აღნიშნავს Global Researc.

უკრაინელი სამხედროები დონბასში პენტაგონის მითითებებით მოქმედებენ, ე.წ. ამერიკულ-უკრაინული ერთობლივი წვრთნები შესაძლოა სრულასშტაბიანი სამხედრო შეჭრისთვის მომზადებას წარმოადგენდეს. ამერიკელებს განზრახული აქვთ ბრძძოლების წარმოება რუსეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს, რათა საჭიროების შემთხვევაში გააჩაღონ ამერიკა-რუსეთის კონფლიქტი. ამავდროულად, ათობით ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი სირიაში გასამგზავრებლად ემზადება. მათი ამოცანაა ე.წ. „ზომიერი ოპოზიციის“ ბოევიკები  გაწვრთნა“, - წერს ავტორი.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ამერიკულმა სპეცნაზმა ოპერაციები განახორციელა 150-ზე მეტ ქვეყანაში. სპეცნაზელების საქმიანობა არ კონტროლდება და არ შუქდება პრესაში. მათი ძირითადი ამოცანებია, სახელმწიფო გადატრიალებების, პოლიტიკური მკვლელობების ანდა სამხედრო ინტერვენციის გზით მოახდინონ სიტუაციის დესტაბილიზაცია ქვეყნებში, რომლებიც დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებენ.

ბარაქ ობამა ემსახურება მხოლოდ მდიდრების ინტერესებს. ჩვეულებრივი ხალხისთვის მას მიუფურთხებია. ამერიკის პოლიციურ სახელმწიფოდ გადაქცევის პროცესმა, რომელიც ბუში-უმცროსის დროს დაიწყო, ობამას დროს თავის აპოგეას მიაღწია... როცა საგიჟეთს გიჟები მართავენ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაზე დიდი საშინელებაც კი - რუსეთთან ან ირანთან სამხედრო კონფლიქტი!“- ასკვნის სტატიის ავტორი.