უცხოეთი
ჩინური იუანი ყველაზე გამოყენებადი ვალუტის ხუთეულში შევიდა და 2015 წლის ბოლოსთვის შესაძლოა ოფიციალურ სარეზერვო ვალუტად გამოცხადდეს

1-iuani-zar-3საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. ანგარიშსწორების საერთაშორისო სისტემა SWIFT-ის მონაცემებით, 2014 წლის დეკემბერში მსოფლიოში ყველა ანგარიშსწორების 2.17% ჩინური ვალუტის მეშვეობით განხორციელდა. ამ მონაცემით იუანმა პირველად გაუსწრო კანადურსა და ავსტრალიურ დოლარს, - იუწყება Financial Times. ყველაზე გამოყენებადი ვალუტის ხუთეულში იუანმა იაპონური იენის მომდევნო ადგილი დაიკავა, რომელიც 2014 წლის ბოლო თვეში 2.69% ტრანზაქციაში იქნა გამოყენებული. შემდგომ, მზარდად მოდის ბრიტანული გირვანქა სტერლინგი, ევრო და აშშ დოლარი. 2014 წლის განმავლობაში ჩინური ვალუტით ანგარიშსწორების რიცხვი წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა.

SWIFT-ის წარმომადგენელი ვიმა რაიმეკერსის თქმით, ბოლო მონაცემები ადასტურებს, რომ ჩინური იუანი „განვითარებადიდან“ ბიზნესისთვის ჩვეულ სავაჭრო ვალუტად იქცა.