უცხოეთი
პოროშენკომ პუტინს წერილი მისწერა და მოუწოდა გაათავისუფლოს „მფრინავი სავჩენკო და შეასრულოს მინსკის მშვიდობიანი შეთანხმება“

1-piSu-zar-1საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თხოვნით მიმართა პრეზიდენტ პუტინს, გაათავისუფლოს მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც რუსეთში რუსი ჟურნალისტების დაღუპვასთან კავშირშია ბრალდებული. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ორი დღის წინ გაგზავნილ წერილში, ასევე, გამოთქმულია მოთხოვნა, შესრულდეს მინსკის ხელშეკრულება.

ნადეჟდა სავჩენკო ლუგანსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს გასულ ზაფხულს და გაამგზავრეს რუსეთში, სადაც მას ბრალად წაუყენეს ორი რუსი ჟურნალისტის დაღუპვაში მონაწილეობა. რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ სამხედრო მოსამსახურემ კორექტირება გაუკეთა ნაღმმტყორცნის ცეცხლს, რომელმაც ჟურნალისტები იმსხვერპლა, ხოლო საზღვარი მან თითქოსდა ლტოლვილის სახით გადაკვეთა.

გუშინწინ წერილი მივწერე პრეზიდენტ პუტინს, რომლის ერთ-ერთი ელემენტი იყო არა მარტო ცეცხლის შეწყვეტისა და მინსკის ხელშეკრულების შესრულების, არამედ ნადეჟდა სავჩენკოსა და ყველა მძევლის გათავისუფლების მოთხოვნა“, - ნათქვამია ცნობაში.