უცხოეთი
ამერიკულმა ფონდებმა ღარიბების დასახმარებლად შვედეთის მიერ გამოყოფილი ფული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში პროპაგანდისთვის დახარჯეს

1-fondi-zar-3-anსაქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ამერიკულმა ფონდებმა ღარიბების დასახმარებლად შვედეთის მიერ გამოყოფილი ფული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში პროპაგანდისთვის დახარჯეს. ამის შესახებ გამოცემა „Aftonbladet“ იუწყება.
სახსრებით, რომლებიც სსრკ-ის ყოფილ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკური გაჯანსაღებისათვის ბრძოლას უნდა მოხმარებოდა, ქართულ ტელევიზიებში პოლიტიკურ თოქ-შოუს აკეთებდნენ, ასევე, ამზადებდნენ პროგრამებს ნატოსა და ევროკავშირში წევრობაზე. ამგვარად, სულ, სააკაშვილის რეჟიმის გაპიარებაზე 95 მლნ შვედური კრონა იქნა გამოყენებული (ან 10 მლნ დოლარზე ცოტა მეტი).

გარდა ამისა, ეს ფული ამერიკული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ხელფასებს, მივლინებებსა და ვაშინგტონში ავიაგადაფრენებს ხმარდებოდა. როგორც გამოცემისთვის ცნობილი შეიქნა, დაიხარჯა 383 ათასი კრონა. რათა ქართულად ეთარგმნათ ბარაქ ობამასა და ბილ ქლინთონის მრჩეველთა წიგნები.

გამოცემის მონაცემებით, უწინ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტს კორუმპირებულობის ბრალდება წაუყენეს. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილისთვის ფარულ დახმარებას.