უცხოეთი
ვაზაგაშვილის მკვლელობაში სააკაშვილის ხელი ურევია და იგი საქართველოში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალებისათვის ჯგუფს ამზადებს

1-PriCasten-ucx-2-an-4საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ყოფილი ქართველი პოლიტპატიმარი, არმიის გენერალი, ბატალიონი „ავაზას“ ყოფილი მეთაური ტრისტან წითელაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ხელი ურევია იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში, რომელიც 20 იანვარს აფეთქების შედეგად თავისი ვაჟის საფლავზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში დაიღუპა. წითელაშვილის აზრით, ვაზაგაშვილი მის ხელთ არსებული საქმის მასალების გამო მოკლეს, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“.
ამასთან, ყოფილმა პატიმარმა განაცხადა, რომ სააკშვილი ამზადებს შეიარაღებულ ჯგუფს უკრაინაში, რომლის დახმარებითაც საქართველოში ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას გეგმავს.

უწინ, 2014 წლის გაზაფხულზე, ყოფილმა პატიმარმა საჯაროდ დაადანაშულა მიხეილ სააკაშვილი, ასევე, გივი თარგამაძე და გია ბარამიძე იმაში, რომ მათ კიევის მაიდანზე ოთხი ქართველი სნაიპერი-პროვოკატორი გაგზავნეს.

როგორც იტყობინებოდნენ,ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს თბილისში ყაჩაღური

თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი პირების დაკავების სპეცოპერაციის მსვლელობისას იქნა მოკლული. ოპოზიციის წარმომადგენლები და უფლებათადამცველები ეჭვქვეშ აყენებდნენ პოლიციის მოქმედების სამართალზომიერებას, რომელმაც იარაღი გამოიყენა. 2012 წლის ბოლოს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამ საქმის გამოძიება განახლდა.

მამამისი, ცნობილი ქართველი უფლებათადამცველი იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს, აფეთქების შედეგად საკუთარი შვილის საფლავზე გარდაიცვალა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში. მისი დაღუპვა საქართველოში ბოლო ხანების ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმედ იქცა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურისგან გამოძიების სასწრაფოდ ჩატარება მოითხოვეს.