უცხოეთი
საქინფორმის მთავარი რედაქტორის ვერსია საბოლოოდ დადასტურდა - ავტობუსი ვოლნოვახაში ნაღმზე აფეთქდა, ხოლო ჭურვებს მას კიევის ხუნტის ჯარები უშენდნენ და არა სამხრეთელი სახალხო მოლაშქრეები!

1obstrel-zar-3-anსაქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. Корреспондент.net-მა ინტერვიუ აიღო იმ სამარშრუტო ავტობუსის მძღოლისგან, რომელიც ვოლნოვახას ბლოკპოსტზე ჩაცხრილეს.
მძღოლმა სერგეი ჩერენკომ, რომელიც 13 იანვარს ტრაგიკულ სროლაში მოყვა, თითისა და ლოყის უმნიშვნელო დაზიანება მიიღო, დახმარებისთვის მედიკოსებისთვის არ მიუმართავს და დღესაც აგრძელებს იმავე მარშრუტზე მუშაობას.

ინტერვიუში მძღოლმა განაცხადა, რომ ბლოკპოსტისთვის ცეცხლის დაშენა უკრაინის ჯარების მიერ კონტროლირებადი ვოლნოვახას მხრიდან ხორციელდებოდა - ავტობუსიდან მარცხნივ, და მგზავრები „გრად“-ის ჭურვისგან კი არა, ავტობუსის მარჯვნივ აფეთქებული ნაღმისგან დაიღუპნენ.

ბლოკპოსტზე ჩემ წინ მარიუპოლისკენ მიმავალი დიდი ავტობუსი გაჩერდა. მას ამოწმებდნენ. ნაცგვარდიის ბიჭებმა ხელი დამიქნიეს: მოგვიახლოვდიო. უკან დავდექი. კარის გახსნის უფლებას ჯერ არ გვაძლევდნენ, რადგან შემოწმება მიმდინარეობდა. უცებ მარცხენა მხრიდან რაღაცამ გაიფაჩუნა, მერე კი აზუზუნდა და აფეთქების ხმაც გაისმა.

ხალხი ყვირის: „კარი გააღე“, კარი კი გაიჭედა. ღილაკებს ვაწვები. ვერც წინა და ვერც უკანა კარს ვერ ვაღებ. მძღოლის მხრიდან კარი გავაღე და გადმოვხტი. საავარიო ფანჯარა არ გაიღო, ფეხით შევამტვრიე წინა კარი. რამდენიმე მგზავრი იქიდან გამოვიდა.

უკანა კართან მივირბინე, ვერ ვაღებდი. ხელებს, ფეხებს ვურტყამდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. შემდეგ ავტობუსის მარცხენა მხარეს, სადაც დაუზიანებელი მხარეა, მგზავრებმა ფეხით გამოამტვრიეს მინები. ნაცგვარდიის ჯარისკაცებმა იქ კიბე მიადგეს და ადამიანები ისე ჩამოდიოდნენ“, - ჰყვება მძღოლი კორესპონდენტთან საუბარში.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ საიდან ხორციელდებოდა სროლა, სერგეიმ მიუგო: „დონეცკისკენ მივემართებოდი, მარცხენა მხრიდან ისროდნენ, ვოლნოვახას მხრიდან. ამას „ჩრდილოეთ რაიონსვეძახით.

თვითონ ბლოკპოსტს „გრად“-იდან უშენდნენ, მაგრამ გვერდით „გრადის“ ჭურვით რომ აფეთქებულიყო, ახლა თქვენთან ვერ ვისაუბრებდი. ნაღმი აფეთქდა. ბლოკპოსტზე ჯერ კიდევ არის ნაღმები".

შეგახსენებთ, რომ ვოლნოვახას დასავლეთით მდებარე ტერიტორიას უკრაინელი ძალოვნები აკონტროლებენ. ჩრდილო-აღმოსავლეთით კი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები არიან გამაგრებული.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ 13 იანვარს თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობის უშუალო ბრძანებით ზალპური ცეცხლის დანადგარი „გარდ“-იდან ჩაცხრილეს სამგზავრო ავტობუსი ვოლნოვახასთან.

 

ამგვარად, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის ვერსია, რომელიც მან 2015 წლის 19 იანვარს საინფორმაციო სააგენტო REX-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გამოთქვა, მთლიანად დადასტურდა.