უცხოეთი
მუჰამედ მოციქულის კარიკატურების გამოქვეყნების წინააღმდეგ გამარტულ მანიფესტაციაში მილიონზე მეტი კაცი მონაწილეობდა, - აცნობა „ინტერფაქსს“ ჩეჩნეთის რესპუბლიკის შს მინისტრმა რუსლან ალჰანოვმა

1CeCnya-zar-1საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ყველა ცენტრალური მოედანი და პროსპექტი ხალხით იყო სავსე. მანიფესტაციის დაწყების შემდეგ ათასობით ადამიანი ქალაქის ცენტრისკენ გაემართა. მანიფესტაციაში მონაწილეობდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ჩრდილო კავკასიის მეზობელი რეგიონების მცხოვრებლები, ასევე მოსკოვიდან და უცხოეთიდან ჩასული ადამიანები.

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ეს მიტინგი 14 იანვარს დააანონსა და განაცხადა, რომ „ფრანგი ჟურნალისტები ხატავენ კარიკატურებს, რომლებიც თითქოსდა მუჰამედ მოციქულს გამოსახავს. ჩვენ გადავწყვიტეთ, სახალხო მანიფერსტაცია გავმართოთ ამ ქმედებების დასაგმობად. წინასწარი მონაცემებით, აქციაში მონაწილეობას მიიღებს 500 ათსზე მეტი ადამიანი“. მოგვიანებით მან დასძინა, რომ აქციის მონაწილეთა რიცხვმა შესაძლოა მილიონს გადააჭარბოს.

მსვლელობის მარშრუტი მინუტკის მოედნიდან აჰმედ-ჰაჯი კადიროვის სახელობის ცენტრალური მეჩეთი „ჩეჩნეთის გულამდე“ გადიოდა. შეკრებილთა წინ სიტყვით გამოვიდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური კადიროვი, რუსეთის მუსლიმების სულიერი გამგეობის თავმჯდომარე რაბილ გაინუდტინი, მახაჭყალისა და გროზნოს ეპისკოპოსი ვარლამი და სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.

ღონისძიების მიმდინარეობისას კადიროვმა განაცხადა, რომ „ევროპელი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის ყალბი ლოზუნგებით, აცხადებენ უკულტურობის, უხამსობისა და ასობით მილიონი მორწმუნის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის თავისუფლებას“, თუმცა, „რუსეთი წინ აღუდგება იმ ნეგატიურ მოვლენებს, რომლებმაც მოიცვეს ევროპა და პლანეტის სხვა რეგიონები“.

კარიკატურისტები მკაცრად გააკრიტიკა არქიეპისკოპოსმა ვარლამმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „მთელი რუსული მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად კიცხავს კარიკატურებს“.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა მუჰამედ მოციქულის შთამომავალი, რელიგიური მოღვაწე შეიხ ალი ჯიფი, რომელმაც დაგმო კარიკატურისტთა მოქმედებები და აღნიშნა, რომ ეს მათ უმეცრებასა და ისლამის საფუძვლების არცოდნას უკავშირდება.

შაბათს ანალოგიური აქცია გაიმართა ინგუშეთშიც. ნაზრანში ორგანიზებულ მიტინგში, სახელწოდებით „ისლამი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ“, მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 15 ათასმა კაცმა.