უცხოეთი
პენტაგონმა განაცხადა რფ-ის მზაობის შესახებ, ერთდროულად სამ ფრონტზე იბრძოლოს: „რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გარდა, საქართველოში და, ასევე, ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეჭრას გეგმავს“

1Pentagoni-zar-2-anსაქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ, РБК-ს ცნობით, ევროპაში ამერიკული ძალების სარდალმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა განაცხადა. ამერიკელი გენერლის თქმით, რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთს საშუალება ექნება, ერთდროულად რამდენიმე სამხედრო ოპერაცია განახორციელოს თავისი მეზობლების წინააღმდეგ. მან აღნიშნა, რომ თავისი არმიის რეფორმირებიდან 4 წლის შემდეგ რუსეთს შეეძლება შეიჭრას არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებშიც.

გენერლის აზრით, ახლა მოსკოვი უკრაინაზეა კონცენტრირებული. თუმცა, სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს რამდენიმე წლის შემდეგ - პუტინის მიერ ახალი სამხედრო დოქტრინის რეალიზაციის შემდგომ. ეს საშუალებას მისცემს რუსეთის არმიას, ერთდროულად სამი სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს. თანაც, საამისოდ რუსეთს დამატებითი მობილიზაცია არ დასჭირდება.

არა მგონია, ახლა მათ მობილიზაციიის გარეშე ერთდროულად სამი დიდი ოპერაციის განხორციელების საშუალება ჰქონდეთ. თუმცა, მიმაჩნია, რომ 4-5 წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება“, - განაცხადა გენერალმა.