უცხოეთი
The Guardian: „რუბლის დაცემა 9 ქვეყნის ეკონომიკას ემუქრება - მსოფლიო ბანკის ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან ფულად გზავნილებზე დამოკიდებულია საქართველოს ეკონომიკის 12% და სომხეთის ეკონომიკის 21%
1gardian-zar-1anსაქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. როგორც გაზეთი მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, მთლიანობაში ამ ქვეყნებმა შესაძლოა 10 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგონ 2015 წელს. ეკონომიკური სირთულეების პრიზმაში ბევრი მიგრანტი ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან რუსეთის დატოვებაზე ფიქრობს, - აღნიშნავს „გარდიანი“. ბრიტანული გაზეთი დასძენს, რომ ზემონახსენებიდან ზოგიერთ ქვეყანაში რუბლის ვარდნამ შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. რეგიონის ეკონომიკები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და რუსული ვალუტის დაცემა რფ-ის მეზობლების ვალუტაზე ეფექტს ახდენს. მსოფლიო ბანკის ცნობით, ფულად გზავნილებზე დამოკიდებულია სომხეთის ეკონომიკის 21%, საქართველოს ეკონომიკის 12 %, ყირგიზეთის ეკონომიკის 31.5%, მოლდოვას ეკონომიკის 25%, ტაჯიკეთის ეკონომიკის 42%, უკრაინის ეკონომიკის 5.5%, ლიტვის ეკონომიკის 4.5%, აზერბაიჯანის ეკონომიკის 2.5%, უზბეკეთის ეკონომიკის 12%. The Guardian აღნიშნავს, რომ გზავნილების უდიდეს ნაწილს ამ ქვეყნებში სწორედ რუსეთიდან ფულადი გზავნილები შეადგენს.