რელიგია
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ადრიატიკის ზღვაში დაღუპული მამა ილია კარტოზია „სამოქალაქო თავდადებისთვის“ (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოვა

1nagrada-saz-1-rel-1საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია „სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის,  ,,სამოქალაქო თავდადებისათვის (სიკვდილის შემდეგ)“ დააჯილდოვა.

ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.