რედაქტორისგან
საქინფორმის ვერსია მართლდება: ეუთომ ვოლნოვახაში ავტობუსის ჩაცხრილვის მიმართულება დაადგინა - სპეციალისტების მონაცემებით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „Град“ ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთით და არა სამხრეთით მდებარეობდა!

1Versia-pol-3-red-2-mtსაქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ეუთოს დამკვირვებლებმა დონეცკის ოლქში, დასახლებულ პუნქტ ვოლნოვახასთან მდებარე უკრაინული ჯარების ბლოკპოსტის საარტილერიო ცეცხლით დაცხრილვის მიმართულება დაადგინეს, რომლის შედეგადაც ერთ-ერთი ჭურვი სარეისო სამგზავრო ავტობუსს მოხვდა. სპეციალისტთა მონაცემებით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „Град“ ჩრდილო-ჩრდილო აღმოსავლეთით იყო განთავსებული, ნათქვამია ეუთოს მოხსენებაში. როგორც დამკვირვებლებმა გაარკვიეს, სროლა ჩრდილო, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით განხორციელდა.

ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ანდრეი კელინმა ჟურნალისტებთან მოხსენების ტექსტის კომენტარი გააკეთა. მისი აზრით, ეს მონაცემები არ ემთხვევა კიევის ვერსიას იმის შესახებ, რომ 12 კაცის დაღუპვაში დამნაშავე სახალხო მოლაშქრეები არიან, რომლებმაც ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. ეუთოს მისია უკრაინაში სამგზავრო ავტობუსზე ღრმა გამოძიების ჩატარების მიღწევას აპირებს.

ამგვარად, საქინფორმის მიერ გამოთქმული ვერსია სააგენტოს მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის გუშინდელ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც მან ИА REX-ს მისცა, მართლდება! 

მკითხველს შევახსენებთ, რომ სატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი) 13 იანვარს ჩაცხრილული იქნა დონეცკიდან 35 კმ-ში მდებარე სოფელ ვოლნოვახასთან.

1polit-3-redaq-2--1 1polit-3-redaq-2-2