უცხოეთი
„Washington’s blog“-ის ჟურნალისტი ჯორჯ ელიასონი: „ავტობუსი მშვიდობიანი მოსახლეობით ვოლნოვახაში უკრაინის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმით ააფეთქეს. თანაც, საგანგებოდ - რათა ჯარების მორალური სულისკვეთება აემაღლებინათ“!

1eliason-zar-2-an-Mსაქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ამერიკელ ჟურნალისტს ამ დანაშაულში კიევის ბრალეულობის მრავალრიცხოვანი მტკიცებულება მოჰყავს, მათ შორის, ჰაკერების ხელში მოხვედრილი დოკუმენტი, სადაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვალენტინ ნალივაიჩენკო „ჯარების მორალური სულისკვეთების ამაღლების მიზნით“ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისკენ მოუწოდებს.

კიევის ხელისუფლებამაც და ობამას ადმინისტრაციამაც ვოლნოვახასთან მომხდარი ტრაგედიიდან საკმაოდ მოკლე ხანში მომხდარში სახალხო მოლაშქრეები დაადანაშაულეს. თუმცა, ჟურნალისტი ჯორჯ ელიასონი მათ არ ეთანხმება: მას მრავალი არგუმენტი მოჰყავს იმის დასადასტურებლად, რომ ავტობუსის აფეთქების უკან ანტიტერორისტული ოპერაციის წარმომადგენლები დგანან.

საქმე ისაა, - განმარტავს ჯორჯ ელიასონი, რომ ჯარისკაცების მორალური სულისკვეთება დაბალია, ადგილობრივი მცხოვრებლები კი მხარს ნოვოროსიას უჭერენ. შესაბამისად, „ამ პროპაგანდისტულმა ნაბიჯმა“ უნდა გაზარდოს არმიაში მსახურების მოსურნეთა რიცხვი და განამტკიცოს ჯარისკაცების მისწრაფება, მტერს ეომონ.

1eliason-zar-2-1 1eliason-zar-2-2