უცხოეთი
წამყვანმა მსოფლიო ეკონომიკურმა და ფინანსურმა კომპანიებმა ინვესტორებს ურჩიეს, ფული მსხვილ რუსულ სახელმწიფო კორპორაციებში - სბერბანკსა და გაზპრომში დააბანდონ. რუბლის კურსის დაცემის ფონზე რუსეთმა კვლავ შეძლო თავისი უდიდესი კომპანიების აქციების გამოსყიდვა!

1invest-zar-1-anსაქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. უმსხვილესმა Bank of America Merrill Lynch Global Research-მა განაცხადა, რომ გაზპრომის აქციებს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ინვესტიციად მიიჩნევს მთელი ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ნავთობგაზის სექტორში. ფინანსისტების თქმით, გაზპრომმა შესაძლოა მოგება ნახოს, თუკი ევროპის ბაზარზე გაზის დეფიციტი წარმოიქმნება ლიბიაში სამოქალაქო ომსა და იაპონიაში მიწისძვრასთან დაკავშირებით.

Goldman Sachs-ის ექსპერტებმა სბერბანკის აქციები არმოსავლეთევროპულ „ვოჩლისტში“ დაამატეს და განაცხადეს, რომ ფინანსურ სექტორში ყველაზე კარგად სბერბანკი და მოსკოვის ბირჟა გამოიყურება, რომელმიც რუბლის ვოლატილებით მოიგებს.

ამასთან, ევროპული მედია იუწყება, რომ რუსეთმა გაიმეორა „ტრიუკი“, რომელიც გაზაფხულზე ჩაატარა - როცა ყირიმის მიერთების გამო ფინანსურ-ეკონომიკური ბაზრის უძლიერეს ტურბულენტობას ჰქონდა ადგილი. რამდენიმე დღით ადრე ძალზე იაფად შეიძინა თავისი გაზისა და ნავთობის აქტივები, რომლებიც დასავლელი ფინანსისტების ხელში იყო, - აცხადებენ გამოკვლევის ავტორები.

რუბლის დაცემის წყალობით მოსკოვმა შეძლო თავისი აქტივების დიდი ნაწილის დაბრუნება და ზემოდან 20 მლრდ დოლარის მოგება სულ რამდენიმე დღეში“, - წერს უცხოური მედია.