რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „12 გვამი პარიზში და 12 გვამი ვოლნოვახაში „ცე-რე-უ“-სა და უკრაინის “ეს-ბე-უ“-ს შეკვეთაა, რომელსაც ფაშისტური გერმანიის ბედი ელის! კიევის ხელისუფლება ქართველი ხალხის მტრებით არის დაკომპლექტებული!“

1iarex-pol-1-redსაქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. საინფორმაციო სააგენტო REX-ის ექსკლუზიური ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან.
-ბატონო მთავარო რედაქტორო, გასული კვირა მოვლენებით მდიდარი იყო - საქართველოში, კავკასიასა და მსოფლიოში. დავიწყოთ პარიზის ტრაგედიით - ყოველკვირეული გამოცემა “Charlie Hebdo“-ს რედაქციაში განხორციელებულმა ტერაქტმა 12 კაცის სიცოცხლე შეიწირა...
-მათგან 10 ტერორისტი-კარიკატურისტი იყო, რომლებმაც თავისი ნათხიპნით მსოფლიოს ყველა მუსლიმანისა და ქრისტიანის უწმიდესი გრძნობები შეურაცხყვეს! და 2 პოლიციელი, რომლებმაც ამ გარყვნილი ადამიანების გამო სიცოცხლე გაწირეს. „სამაგიეროდ, ჟურნალმა თავისი 60-ათასიანი ტირაჟი 5 მილიონამდე გაზარდა, ეს კი 10 მილიონ ევროს უდრის!“ - ასე ვიტყოდი, შარლი რომ ვყოფილიყავი, თითო ეგზემპლარი ხომ 2 ევრო ღირს. მაგრამ მე - ქართველი კავკასიელი ვარ და არა ევროპელი ღვთისმკრეხელი, ამიტომ არ დავცინებ ოლანდი-მერკელის კომიკურ წყვილსაც კი. „სოლიდარობის ფარშზე“ ხელიხელჩაკიდებულნი, ისინი „კუკრინიქსები“-ს - ნამდვილი კარიკატურისტების კარიკატურებს ჰგავდნენ!

არ წამომცდენია - არა „მარში“, არამედ სოლიდარობის სწორედაც რომ სისხლიანი „ფარში“, ვინაიდან წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერები პირსისხლიან ნეოფაშისტ პოროშენკოსთან ხელჩაკიდული მიდიოდნენ, რომელთან შედარებითაც ჯეკ-მფატრავი კეთილშობილ ქალწულთა ინსტიტუტის წინამძღვარია! „დასავლური დემოკრატიის ეტალონები“ დუმდნენ, როცა 1 იანვარს კიევში სტეპან ბანდერას დაბადების 106-ე წლისთავის აღასნიშნავად უკრაინელი ნაცისტების ჩირაღდნებიანი მარში გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც LifeNews-ის ახალგაზრდა ჟურნალისტები ჟანა კარპერნკო და ალექსანდრა ულიანოვა ცემეს და კამერა დაუმსხვრიეს! ისინი ჯიქურ ვერ ამჩნევდნენ, როცა კიევის ხუნტა ცოცხლად წვავდა ადამიანებს პროფკავშირთსა სახლში ოდესაში, ბომბავდა სამშობიარო სახლებსა და საავადმყოფოებს, ეკლესიებს ლიტურგიისას და სკოლებს გაკვეთილების დროს ლუგანსკსა და მარიუპოლში, კრემატორსკსა და სლავიანსკში! მათ დაავიწყდათ თავისი ქვეყნების გასული საუკუნის 30-40-იანი წლების ისტორია და დღეს ჯიუტად არ აღიარებენ, რომ მალაიზიური ბოინგი „Boeing 777“ დონეცკის თავზე არსენ ავაკიანის „მემარჯვენე სექტორმა“ იმავე რაკეტით ჩამოაგდო, რომლითაც მიშა სააკიანი ღამე ცხინვალს ბომბავდა!

თუმცა, ისტორიის პარადიგმა და ღვთის კანონები რევიზიას არ ექვემდებარება - სიკეთე ამარცხებს ბოროტებას! დღეს დასავლეთი ეთამაშება პოროშენკოსა და უკრაინას, როგორც მაშინ ჰიტლერსა და ფაშისტურ გერმანიას - იმ იმედით, რომ უკრაინა რუსეთს ომში ჩაითრევს და საბოლოოდ დაასუსტებს. თუმცა, ჩერჩილის გეგმას - „დაე ერთმანეთი გაანადგურონ რაც შეიძლება მეტი!“ - განხორციელება არ უწერია ამჯერადაც: უკრაინას ფაშისტურ სახელმწიფოდ აღიარებენ და მას ფაშისტური გერმანიის ბედი ელის! გმირი ქალაქი კიევი გათავისუფლდება ფაშისტებისგან - ბანდერელებისგან, რომლებსაც ნიურნბერგი ელოდებათ ჰააგაში, სადაც მათ სიხარულით შეეგებება იქ გაცილებით ადრე მოხვედრილი სააკაშვილი! სხვათა შორის, 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის დროსაც კი გერმანია და სსრკ უფლებას არ აძლევდნენ თავს, ჰიტლერსა და სტალინზე ისეთი „კარიკატურები“ დაეხატათ, როგორსაც აწ გარდაცვლილი ფრანგი „კარიკატურისტები“ კადრულობდნენ...

რაც შეეხება მერკელი-ოლანდის მასხარა წყვილს, გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს მალე მოუწევთ პრეზიდენტ პოროშენკოს მიუღებლად აღიარება, როგორც უწინ მოუწიათ სააკაშვილის ასეთად აღიარება. თუმცა, ვფიქრობ, კიდევ უფრო მალე მათ თავისი თანამდებობების დატოვება და იმ „მისტრალით“ გაცურვა მოუწევთ, რომლებიც რუსებს არ მისცეს, სამაგიეროდ დღეს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევს... არ ვიცი, რა მოხდება გერმანიაში, მაგრამ თუ საფრანგეთში სარკოზი პრეზიდენტად არ დაბრუნდა, ფრანგებს კრუასანებისთვის აღარ „ეცხელებათ“ - ევროპელებმა დიდი ხანია თავისი უსაფრთხოების პრობლემები აშშ-სა და ნატოს გადააბარეს და დღეს ამ თვალსაზრისით სრული იმპოტენტები არიან.

-და მაინც, მკითხველს სურს თქვენი აზრი იცოდეს ამ ტერაქტის უშუალო შემკვეთებსა და შემსრულებლებზე.

-ჩემი აზრით, აქ ყველაფერი ზედმიწევნით ნათელია: შემსრულებლები - სირიაში საბრძოლო ნათლობამიღებული დაქირავებულები არიან ამერიკის კოლონიალური კორპუსიდან სახელწოდებით „ალ-ქაიდა“. შემკვეთი - აშშ-ის „ცე-რე-უ“. მიზანი - საფრანგეთის შეჯანჯღარებაა, რომლის პრეზიდენტმაც „Charlie Hebdo“-ში მომხდარ ტერაქტამდე 2 დღით ადრე, „France Inter“-თან ინტერვიუში გაბედა და განაცხადა, რომ „რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები უნდა მოიხსნას, თუ აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის დარეგულირებაში გარკვეული პროგრესი გამოიკვეთება“. აშშ კი განა ვინმეს მისცემს თამაშიდან გასვლის უფლებას, როცა მათი ამდენი ძალისხმევის შემდეგ რუბლი - მასზე დაბეჭდილ ქაღალზე, ხოლო ბენზინი - წყალზე იაფია?! როდის იყო აშშ-ს მშვიდობა აწყობდა საფრთხეების გარეშე, რომლებსაც თავად ქმნის „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“, „ალ-ქაიდას“, „ჰამასის“, უსამა ბენ ლადენის სახით და შემდეგ მათ „გმირულად“ უმკლავდება?! მსოფლიოში ხომ აშშ-ის გლობალური საფრთხეების გარეშე ფულის გადახდის საჭიროება დადგება - 18 ტრილიონი საგარეო ვალის, ახლა კი შეიარაღებული ბოევიკების ყიდვაც კი შეიძლება ნაქურდალი ნავთობით „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი უზარმაზარი ტერიტორიიდან!

თუმცა, თავისი წარმატების განსამტკიცებლად აშშ მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და იმისათვის, რომ ოლანდის იმედების საწინააღმდეგოდ - აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის დარეგულირებაში გარკვეული პროგრესი რომ არ გამოიკვეთოს - საფრანგეთში 12 გვამს კიდევ 12 გვამი დაამატეს უკრაინაში!

-ანუ, გინდათ თქვათ, რომ ავტობუსის 12 მგზავრი ვოლნოვახაში, რომლებიც საარტილერიო ჭურვის მოხვედრის შედეგად დაიღუპნენ, ასევე ამერიკის სპეცსამსახურების მიერ  შეკვეთილი პროვოკაციის შედეგი იყო?!

- დიახ, ნალივაიჩენკოს უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს („ეს-ბე-უ“-ს) მიერ ორგანიზებული და ამერიკელი ინსტრუქტორების გაწვრთნილი უკრაინელი ტერორისტების მიერ შესრულებული. და შესაძლოა, თავად ამერიკელების მიერაც კერძო ფირმებიდან, დაქირავებულ მებრძოლებს მსოფლიოს ყველა წერტილში რომ აგზავნის! არა მგონია, რომ ეს ჭურვი ყოფილიყო - ნახვრეტების ხასიათით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ უფრო მძლავრი ნაღმია, თუმცა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მიზანი მიღწეულია: პოროშენკომ და სააკაშვილმა ტოლობის ნიშანი დასვეს ორ ტერაქტს შორის, დაადანაშაულეს რუსეთი ტერორისტებისთვის ხელშეწყობაში, ასევე, გამოაცხადეს მობილიზაცია და გააგრძელეს სრულმასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია სამხრეთში. ხოლო საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის ბერუჩაშვილი კისრისტეხით გაქანდნენ დღეს საქართველოს მთავარი მტრის - უკრაინის საელჩოში, რომლის ხელისუფლებაც ქართველი ხალხის ჯალათებითა და მოძალადებიით არის დაკომპლექტებული, რათა წერილობითი აღშფოთება-შეშფოთება-თანაგრძნობა გამოეხატათ...

-მაგრამ თუ „დირიჟორი“ აშშ იყო, „ასე მოკლე ვადაში საკმარისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობის მოსაზრებებით“ რატომ არ ჩაფრინდა პრეზიდენტი ობამა პარიზში, რითაც ამერიკელთა მხრიდან მასობრივი საყვედურები დაიმსახურა?

-ორი მიზეზით. პირველი: აფროამერიკელმა პრეზიდენტმა ჰონოლულუდან იცოდა, რომ სოლიდარობის გამოხატვა ადამინებისადმი, რომლებმაც უპრეცედენტოდ შეურაცხყვეს ისლამი, ნიუ იორკსა და ვაშინგტონში მორიგ ტერაქტებს გამოიწვევდა. და მეორე - იცოდა რა თავისი „ცე-რე-უ“-ს კავშირი ზემოაღნიშნულთან, ობამა შესაძლოა სირცხვილით ყურებამდე გაწითლებულიყო და ამით თავი გაეცა...

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის - „საქართველოს №1 სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის“ პრეზიდენტი პარიზში არ ჩაფრინდა, ასევე არ ჩაფრინდნენ კავკასიის მოძმე ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები, იქ ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რითაც დიდი შეცდომა დაუშვა. რაც უფრო მალე გაწყვეტს საქართველო დიპურთიერთობებს უკრაინასთან, როგორც ფაშისტური გერმანიის მემკვიდრესთან, რაც უფრო ადრე დააწესებს მასთან მკაცრ სავიზო რეჟიმს - მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის, იმიტომ, რომ სააკაშვილი არ მალავს, რომ მდიდარი საბრძოლო გამოცდილების მქონე „ქართული ლეგიონი“ მალე, მისი ხელმძღვანელობით, დონეცკის აერპორტიდან თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდება!

-ესე იგი, ბატონო არნო, თქვენ სავსებით იხრებით შეთქმულების თეორიის მხარეს და გამორიცხავთ ისლამისტი ფუნდამენტალისტების ელემენტარული შურისძიების ვერსიას მათი მრწამსის აბუჩად აგდების გამო?

-მე გამოძიების ფაქტებს ველოდები, ისინი კი არ ჩანს - არც პარიზში, არც ვოლნოვახაში და არც გიუმრიში. ამიხსენით, კიდევ როგორ შეიძლებოდა მორწმუნეს თავისი სარწმუნოება დაეცვა?! რეალურად რა სურათს ხედავთ - მოციქული მუჰამედი ისეო ქრისტესთან ხელკავით საფრანგეთის სასამართლოში მიდის?! რომელიც, სხვათა შორის, არ დააკმაყოფილებს მათ სარჩელს და გაამართლებს უწესო მთხაპნელებს ფრანგული ჟურნალიდან, როგორც ეს არაერთხელ მოხდა შარშან და შარშანწინ?! თავად რომის პაპმა ფრანცისკმა განაცხადა გასულ კვირას, რომ დაარტყამს ყველას, ვინც დედამისს შეურაცხყოფს!

აი ამიტომაც ვამბობ, რომ სიცრუესა და ფარისევლობას საზღვარი არ აქვს - იმ სამს, ნაცვლად „ალაგ აკბარ!“-ისა, „დიდება უკრაინას! გმირებს დიდება!“ რომ ეყვირათ, საერთოდ შენიშნავდნენ კი ამ ფაქტს, აღშფოთდებოდნენ ევროპელი ლიდერები, გაიმართებოდა „სოლიდარობის მარში“ პოროშენკოსთან ერთად პირველ რიგში?! უკრაინის საზოგადოების საყვარელმა ჯამბაზმა სააკაშვილმა კი კიდევ ერთხელ გაამხიარულა ხალხი, როცა ქართული ტელევიზიით განაცხადა, რომ შარლი ებდო, თურმე, მისი მეგობარი იყო...

-დამასწარით, როცა გიუმრის ტრაგედია ახსენეთ - ამ კითხვის დასმა ინტერვიუს ბოლოს მინდოდა, როგორც გასული კვირის მოვლენების ჯაჭვში ბოლო მოვლენის შესახებ. ამჯერად ალბათ ეჭვს არ მიიტანთ, რომ რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურე ჯარისკაცი „ცე-რე-უ“-სთან თანამშრომლობდა?

- მე კვლავ დაველოდები გამოძიების შედეგებს, იმიტომ, რომ რუსი ჯარისკაცი პერმიაკოვი ავეტისიანების სომხურ ოჯახში წყლის დასალევად შევიდა და უცებ ყველა - 6 კაცი ჩაცხრილა კალაშნიკოვიდან?! ეს ამბავი იდუმალებით მოცული მგონია... გაცილებით მეიოლება ამის შემდგომ სომხეთში მომხდარი ორგანიზებული და უკიდურესად გაპოლიტიზებული ანტირუსული საპროტესტო ტალღის ახსნა.

მკითხველს, განსაკუთრებით კი ჩემს კოლეგებს - სომხური მედიის ხელმძღვანელებს შევახსენებ, რომ 2014 წლის 23 სექტემბერს, თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიულმა მემკვიდრეობამ“ ჩაატარა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის“, რომლის რეზოლუციაში ნათქვამია შემდეგი: „დასავლეთს სრულებით არ ანაღვლებს სომხეთისა და სომეხი ხალხის ბედი, მაგრამ სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და საბაჟო კავშირის წევრია, ეს კი ნიშნავს, რომ იქ არ არის დემოკრატია, ჰომოსექსულისტები არ სხედან მთავრობაში, ამიტომ დასავლეთი აუცილებლად დაუჭერს მხარს „ჭეშმარიტ დემოკრატებს“, რომლებიც სომხეთს განვითარების სწორ, „დემოკრატიულ“ გზაზე დააბრუნებენ. უახლოეს ხანებში ჩვენ სხვადასხვა ენ-ჯე-ოს, „სახალხო მოძრაობის“, მარგინალური პოლიტიკური პარტიის აქტიურობის აღმავლობის მოწმე შევიქნებით, რომლებიც მასობრივ არეულობებს, სამართალდამცავებთან სისხლიან შეტაკებებს მოაწყობენ, მოახდენენ სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის დეზორგანიზაციასა და შეფერხებებს სომხეთის მოსახლეობის სიცოცხლის უზრუნველყოფაში“. ეს რეზოლუცია, კონფერენციის მონაწილეთა გამოქვეყნებული სიტყვით გამოსვლების ბმულების მითითებით, საქინფორმმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სომხეთის ყველა მედიას დაუგზავნა გამოქვეყნების წინადადებით, რაც იგნორირებული იქნა...

ნატელია, რომ ვაშინგტონი დღეს  გადაერთო სომხეთზე, სადაც საქართველოსგან შედარებით განსხვავებული სახელმწიფო გადატრიალების სცენარი გათამაშდება. ვვარაუდობ, რომ უახლოეს ხანებში პროვოცირებული იქნება ყარაბაღში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განახლება. ამის პარალელურად, სომხეთში მოსალოდნელია საბოტაჟის ფაქტები, გამორიცხული არაა, რომ ეს ატომურ ელექტროსადგურზეც მოხდეს და „ხელისუფლებით სახალხო უკმაყოფილების“ ტალღას მყისვე აიტაცებენ ადგილობრივი კოლაბორაციონისტები და დასავლეთის მიერ ხელგაშლით დაფინანსებული „ენ-ჯე-ო“-ები. კონფლიქტში უნებლიედ ჩართული აღმოჩნდება საქართველო, და აშშ ერთი გასროლით „სამ კურდღელს“ მოკლავს, მოახდენს რა სახელმწიფო გადატრიალების პროვოცირებას ერთდროულად კავკასიის სამივე რესპუბლიკაში, მით უმეტეს, რომ საქართველოში საამისო ნიადაგი დიდი ხანია მომზადებულია... ზუსტად ასეთივე „ჯაჭვებს“ ვხედავდით ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში „Made in USA“ „ფერადი“ სახელმწიფო გადატრიალებების დროს.