რელიგია
11 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ

1-david-saz-1-rel-2საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. პატრიარქის თქმით, 11 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია დავით წინასწარმეტყველის, დავით მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დავით წინასწარმეტყველი არის საოცარი პიროვნება... იმდენად ძლიერი იყო მისი ფსალმუნების მადლი, რომ როცა მეფე საული დამძიმებული იყო ბოროტი სულისგან, მას ეძახდნენ, ის გალობდა და ეშმაკი შორდებოდა სულს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: “მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი”. ეს ყოველი ადამიანის ლოცვა უნდა იყოს”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესმა ქადაგებისას დავითისა და გოლიათის ბრძოლაც გაიხსენა.

„შევთხოვთ დავითს, რომ იყოს შემწე და მფარველი საქართველოსი. დავით მეფემ მოგვანიჭოს მადლი და ძალა, რომ დავამარცხოთ ხილული და უხილავი მტერი”, – ბრძანა პატრიარქმა.