უცხოეთი
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ქვეყნის წინაშე ტელემიმართვით წარდგა და ყოველკვირეული გამოცემა Charlie Hebdo-ს ჟურნალისტების დაღუპვის გამო საერთონაციონალური გლოვა გამოაცხადა

1-oland-zar-3საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. სამი დღის განმავლობაშ საფრანგეთის სახელმწიფო დროშები სამთავრობო შენობებზე დაშვებული იქნება. „დღეს ისინი ჩვენი გმირები არიან“, - განაცხადა ოლანდმა თავდასხმის შედეგად დაღუპულებზე. სასაკლაოს 12 მსხვერპლს შორის, რომლებიც, სამართალდამცავთა ვარაუდით, ისლამისტებმა მოაწყვეს, გამოცემის მთავარი რედაქტორი სტეფან შარბონე, ჟურნალის ოთხი ცნობილი კარიკატურისტი და ორი პოლიციელია.

ამავდროულად, პარიზში გაიმარტა მასობრივი საპროტესტო აქცია, რომელშიც, ზოგიერთი შეფასებით, მონაწილეობა მიიღო 35 ათასმა კაცმა. ფრანგებს ტრაგედიის ადგილზე ყვავილები მიაქვთ და დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავად სანთლებს ანთებენ. ურიცხვი პარიზელი შეიკრიბა რესპუბლიკის მოედანზე დაღუპულთა ოჯახებისათვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით.

ის, რომ ეს ჟურნალისტებზე, თავისუფალ პრესაზე თავდასხმა იყო, მიუთითებს, თუ რამდენად ეშინიათ ამ ტერორისტებს სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლების. თუმცა, მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ფასეულობები, რომლებსაც ფრანგ ხალხთან ვიზიარებთ, შეუძლებელია განადგურდეს მცირერიცხოვანი ადამიანებისგან ძალადობის გზით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას.

ვლადიმერ პუტინმა თანაგრძნობა გამოუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს პარიზში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით და მზაობა გამოთქვა, კვლავაც აქტიურად ითანაშრომლოს ტერორიზმის მუქარასთან ბრძოლის საქმეში.