უცხოეთი
პარიზში სამმა უცნობმა პირმა ყოველკვირეულ გამოცემა „Charlie Hebdo“-ს შენობაში სროლა ატეხა, რის შედეგადაც დაიღუპა 12 კაცი, მათ შორის 8 ჟურნალისტი და 2 პოლიციელი

1-Strelba-zar-1საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, რაც დროსაც რამდენჯერმე პოლიციელებს ესროლეს. პოლიციამ ეჭვი მიიტანა ალჟირული წარმომავლობის სამ ფრანგ პირზე, რომელთაგან ორი ზაფხულში სირიას ესტუმრა. ეჭვმიტანილების ასაკი, 34, 32 და 18 წელია.

სატირული ჟურნალი Charlie Hebdo სკანდალურად ცნობილი შეიქნა 2006 წელს, როცა მუჰამედ მოციქულის კარიკატურები გადაბეჭდა დანიური გამოცემა Jyllands Posten-გან.

მუჰამედის კატიკატურების პუბლიკაციამ მორწმუნეთა აღშფოთება გამოიწვია, ხოლო გამოცემის მთავარი რედაქტორი ფილიპ ვაალი 2007 წელს სასამართლოს წინაშე წარდგა, თუმცა ის გაამართლეს. 2011 წლის ნოემბერში, ჟურნალის მორიგი ნომრის გამოსვლის შემდეგ, რომელიც ტუნისსა და ლიბანში არსებულ სიტუაციას მიეძღვნა, რედაქციას ხანძარი გაუჩინეს უცნობმა პირებმა. გამოშვება უნდა გამოცემულიყო სახელწოდებით „შარიათ-ებდო“, ხოლო რედაქტორად მუჰამედ მოციქული სახელდებოდა.

2012 წელს, ფილმი „მუსლიმანთა უბიწოების“ გამო ატეხილი არეულობისას ჟურნალში დაიბეჭდა მუჰამედ მოციქულის კარიკატურების სერია. სექტემბერის ნომრის გარეკანზე გამოსახული იყო მუსლიმანი ხეიბრის სავარძელში, რომელსაც იუდეველი მართავდა. 2013 წელს ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა კომიქსი მოციქულის ცხოვრების შესახებ.