რედაქტორისგან
საქინფორმის საგანგებო განცხადება: კათოლიკოს-პატრიაქ ილია მეორეს სააკაშვილისთვის ახალი წელი არ მიულოცავს, ეს მისმა მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა გააკეთა!

1-Sorena-otred-1-rel-Mქართული მედია უკვე მეორე დღეა ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საახალწლო მილოცვას, რომელიც მან თითქოსდა საქართველოს ექსპრეზიდენტს, ამჟამად ძებნაში მყოფ ბრალდებულს, მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა. მედია ასევე აქვეყნებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ბლანკზე დაბეჭდილი ამ დოკუმენტის ფერად ფოტოასლს, რომელზეც თითქოსდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეს ხელმოწერაა.

საქინფორმი აცხადებს, რომ ეს საახალწლო მილოცვა შედგენილია საპატრიარქოს ადმინისტრაციაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის დავალებითა და ხელმძღვანელობით, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს 2015 წლის 4 იანვარს სატელეფონ საუბარისას პირადად მიულოცა.

საქინფორმი აცხადებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს არ მიულოცავს მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი წელი, ხოლო საპატრიარქოს ბლანკზე აღბეჭდილია არა პატრიარქის ხელმოწერა, არამედ მისი ფაქსიმილე, რომელიც ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის განკარგულებაშია, ისევე, როგორც საპატრიარქოს ბლანკები.

საქინფორმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს ადმინისტრაცია იძულებული იყო დაედასტურებინა „საახალწლო მილოცვის“ ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავდა საპატრიარქოში ქაოსისა და ქალბატონი თეთრუაშვილის არადექვატურად შეუზღუდავი გავლენის აღიარებას, რაც ყველა შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებს პატრიარქის მაღალ ავტორიტეტზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში.

საქინფორმი
2015 წლის 8 იანვარი
საქართველო, თბილისი

1-Sorena-red-1-rel-1-qve