უცხოეთი
რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვორონეჟთან მდებარე წმიდა ღვთისმშობლის საბურველის ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო და ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ გენადი ზარიძეს მადლობა პირადად გადაუხადა

1prez-zar-1-relსაქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. შობას გილოცავთ! - მიმართა რფ-ის პრეზიდენტმა ტაძრის მრევლს ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ. მან პირადად გადაუხადა მადლობა ტაძრის წინამძღვარ გენადი ზარიძეს, რომელმაც დიდი ძალისხმევა მოახმარა ეკლესიისა და ტაძართან არსებული თავშესაფრის აღდგენას.

კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ტაძარი სოფელ ოტრადნოეში 450-მდე მრევლს იტევს. სახელწოდება ეკლესიამ წმიდა ღვთისმშობლის საბურველის დღესასწაულის პატივსაცემად მიიღო. ტაძრის მშენებლობა 1893 წლიდან 8 წელიწადს გაგრძელდა, 1930 წელს ის დაიხურა და მრავალი წლის განმავლობაში ბეღელად გამოიყენებოდა. ტაძრის აღდგენა 1991 წელს დაიწყეს.

პუტინი რეგულარულად სტუმრობს ტაძარს მთავარ საეკლესიო დღესასწაულებზე. თუ აღდგომას ის უფრო ხშირად მოსკოვში, იესო მაცხოვრის ტაძარში ხვდება, შობას, როგორც წესი, დედაქალაქის ფარგლებს მიღმა აღნიშნავს.