უცხოეთი
კარტელი OPEC-ის სახელმწიფოები ელოდებიან, როდის გამოიწვევს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე არსებული კრიზისი ამერიკული კომპანიების გაკოტრებას

1opek-zar-2საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. საკვანძო ექსპორტიორები, რომლებიც OPEC-ში შედიან, ამერიკის ნავთობმომპოვებელი სფეროს კრიზისს ელიან. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია, რადგან ჯერჯერობით სიტუაციას განმუხტავს დაზღვევები - ისინი დროებით ფარავენ ფასების ვარდნისგან მიყენებულ ზარალს.

ამერიკული კომპანიების დიდ ნაწილს დაზღვევა 2014 წლის ბოლოს დაუმთავრდათ. მხოლოდ ზოგიერთებისთვის მოქმედებს ის 2015 წლის ბოლომდე. OPEC-ში 1-ლი კვარტლის კორპორატიულ ანგარიშს ელოდებიან, რათა შეიტყონ, თუ რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა მათი პოლიტიკა.