უცხოეთი
თაიმურაზ მამსუროვი - რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმების პროექტის შესახებ

1mansurov-zar-1-anსაქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: „სრულებით გასაგებია, რომ ჩვენ, ჩრდილოეთ ოსეთში ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს, თუ როგორ ვითარდება მოვლენები სამხრეთ ოსეთში, დამოუკიდებელ სახელმწიფოში. შეთანხმების საკითხი, რომლის პროექტიც რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დღეს განიხილება, ჩვენთვის ეპოქალურ ისტორიულ შანსს წარმოადგენს ძალიან დიდი ნაბიჯის გადასადგმელად რუსეთის ზრუნვის სფეროში სამხრეთ ოსეთის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს საინტეგრაციოდ. 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების განვითარების პირველივე დღიდან ვხედავთ, რამდენად უპრეცედენტო ყურადღებას, მათ შორის,ფინანსურ-ეკონომიკურს, იჩენს რუსეთი სამხრეთ ოსეთის ხალხთა მიმართ.

დღეს ჩემი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ჯაჭვიდან აწყვეტილი ძაღლების გამო, რომლებიც ყოველი მხრიდან თავდასხმას ახორციელებენ თავისი სანქციებით, მათ არ მოსწონთ მძლავრი, მტკიცე რუსეთი. ამ პირობებში ძნელი სავარაუდო იყო, რომ ჩემი ქვეყნის ხელმძღვანელობა ისეთ დოკუმენტს წარმოადგენდა, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველჰყოფს წყნარ და სასიკეთო ვითარებას იმისათვის, რომ, სამხრეთ ოსეთის ხალხი სრულად იყოს დაცული ახალი შესაძლო პროვოკაციებისგან. რუსეთმა ეს საზრუნავი იტვირთა და აგრძელებს ეკონომიკური და ფინანსური დახმარების აღმოჩენას.

მე ბედნიერი ვიქნები, თუ დოკუმენტს ხელი მოეწერება იმ სახით, რა სახითაც ის რუსეთის ფედერაციამ შემოგვთავაზა“.