უცხოეთი
რაც დასავლეთს შეუძლია - შეუძლია რუსეთსაც: პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის არმიაში უცხოელი კონტრაქტორების სამსახურის შესახებ

1puttin-zar-2საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც განსაზღვრავს უცხოელების მიერ კონტრაქტით რფ-ის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს. დოკუმენტში, რომელიც პარასკევს სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ „სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უცხოელი მოქალაქეები არიან, მონაწილეობენ ამოცანების შესრულებაში სამხედრო ვითარების, ასევე, შეიარაღებული კონფლიქტების პირობებში, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების, რფ-ის საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად".

კონტრაქტი არ შეიძება გაფორმდეს უცხოელ მოქალაქესთან, რომელიც იმყოფება გამოძიების ან გასამართლების ქვეშ, აქვს არდასრულებული ნასამართლეობა ანდა სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.