რელიგია
ილია მეორე: „აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთან უფრო ბედნიერი იქნებიან ისინი, ვიდრე რუსეთთან“

1abxazi-polit-2-religსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "მშვიდობით იარაღო", აფხაზეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

კათოლიკოს-პატრიარქი ფიქრობს, რომ უნდა გამოინახოს საერთო ენა და გზები რუსეთთან სასაუბროდ.

„ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, რომ ის პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, უარყოფითად მიუბრუნდება თვითონ რუსეთს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სეპარატიზმი არის გადამდები სენი და ისევ რუსეთს მიუბრუნდება ეს. ასე რომ, ხელისუფლებამ უნდა გააანალიზოს მდგომარება და უნდა გამოვნახოთ გზები, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ხანდახან ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი და ცხინვალი. ჩვენ არ დაგვიკარგავს, ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებს ამას და ისევ ჩვენთან დაბრუნდება“, - განაცხადა პატრიარქმა.