უცხოეთი
„ჩემს ქართულ კომპანიებს არცთუ ურიგო შემოსავლები აქვთ, თუმცა საქმეების წარმართვა სულ უფრო რთულდება“ - აცხადებს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელმაც კეზერაშვილისგან „Petrocas Energy Group“-თან ერთად, „გალფი“ და კაზინო „აჭარა“ იყიდა

1zarub-3-analitსაქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც 2011 წელს ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა 610 მლნ დოლარი მიიღო კომპანია „PepsiCo”-ს „ვიმ-ბილ-დანის“ აქციების 10.5% გაყიდვისგან, კომპანია „პეტროკას ენერჯი გრუპის“ 30%-იანი წილი იყიდა, რომელიც 2006-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს ეკუთვნოდა. „ჩემს დაბანდებებზე წლიური 20% შემომთავაზეს და გადავწყვიტე, რომ ეს კარგი წინადადება იყო“, - იხსენებს იაკობაშვილი, რომელმაც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტია „ნაცმოძრაობის“ დამარცხებამდე რამდენიმე თვით ადრე კეზერაშვილისგან ყველა დანარჩენი აქტივი იყიდა - კომპანია „პეტროკას ენერჯი გრუპის“ 70%, სარეკლამო სააგენტო „outdoor.ge”, შაქრის ქარხანა და კაზინო „აჭარა“, რაც ერთიანობაში 470 მლნ დოლარი დაჯდა.

დავით იაკობაშვილი: „ახლა მე დაბანდებულ ფულზე 20%-ს გამოვიმუშავებ. ბოლო საანგარიშგებო პერიოდში „Petrocas Group“-მა მარტო გადასახადების სახუთ 60 მლნ დოლარი გადაიხადა. თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენი რესურსების არსებობის პირობებში კომპანიასაც და ხაზინასაც ორჯერ მეტის მიღება შეეძლო. რა უშლის ხელს? მიუხედავად რეფორმებისა და ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე იმიჯისა, საქართველოში არ არის თამაშის მკაფიოდ გაწერილი და ყველასთვის ერთნაირი წესები. სამწუხაროდ, იგრძნობა მეტისმეტად დიდი გარე ჩარევა ბიზმნესპროცესებში. არც ისე ბევრია ბიზნესი, რომლებსაც კარგი ფული მოაქვს, ამიტომ ყოველი ამგვარი კომპანია დიდ ყურადღებას იქცევს. მაგლითად, ჩვენ გვაქვს  ჩამოყალიბებულინ ურთიერთობები კონტრაგენტებთან სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამიტომ, როცა ჩვენს პარტნიორებთან მავანი ხალხი მიდის, ადმინისტრაციული რესურსით ტრაბახობს და „პეტროკასთან“ მუშაობაზე უარის თქმას სთავაზობს მათ სასარგებლოდ, საქმეების წარმართვა რთულია. ამასთან, არავითარი რეალური ბიზნესი ასეთ ადამიანებს, ჩვეულებრივ, არ აქვთ. გამოდის, რომ ისინი უბრალოდ დაბრკოლებებს ქმნიან და საქმით დაკავებაში ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს ხელს გვიშლიან“, - აცხადებს იაკობაშვილი „ფორბსთან“ საუბარში.

სათამაშო ბიზნესში ჩინოვნიკები არ ერევიან, თუმცა საგადასახადო რეგულირება, იაკობაშვილის თქმით, ზემკაცრია. შესადარებელი კი მას აქვს: 1990-იან წლებში მოსკოვში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი - კაზინო „მეტელიცა“ ახალ არბატზე. „ქართულმა კაზინოებმა კალენდარული წლის გადასახადი მარტში უნდა გადაიხადონ, ხოლო მომავალი მოგების პროგნოზირება რთულია. ასე, მაგალითად, 2013 წელს კაზინო „აჭარამ“ ხაზინაში 8 მლნ შეიტანა, ხოლო გამომიმუშავა სულ 3 მილიონი. დღეში მას 15000-მდე კაცი სტუმრობს და ის ყველაზე დიდ კაზინოდ მიიჩნევა თბილისში. თუმცა, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიანობა ძალიან დაბალია, უკეთეს შემთხვევაში ადამიანები 100 დოლარით მოდიან. ეს ხანგრძლივი ინვესტიციაა, თუმცა იმთვაითვე მესმოდა, რასაც ვაკეთებდი და არ ვწუწუნებ. სირთულეები არსებობს ნებისმიერ საქმესა და ქვეყანაში. სამწუხაროა, რომ ჯანსაღი აზრისა და თამაში წესების უქონლობის გამო, არსებით ზარალს განიცდის არა მარტო ბიზნესი, არამედ საქართველოს ბიუჯეტიც“, - აცხადებს ბიზნესმენი.