უცხოეთი
„როსნეფტმა“იყიდა დავით იაკობაშვილის კომპანია „Petrocas Energy Group”-ის 49%, რომელიც ფოთის პორტში ნავთობტერმინალსა და „Gulf”-ის 140 ბენზინგასამართ სადგურს ფლობს

1zarub-2-analitსაქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. „როსნეფტის“ პრეზიდენტმა იგორ სეჩინმა აღნიშნა, რომ „აღნიშნული პარტნიორობა საკვანძო როლს ითამაშებს რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“ და „ამიერკავკასიაში ერთობლივ მუშაობაში“.

ცნობისათვის: „Petrocas Energy“ ფლობს და მართავს ნავთობტერმინალს ფოთის პორტში, ასევე ავტოგასამართ ქსელს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. Petrocas-ის შტაბბინა კვიპროსზე მდებარეობს, ხოლო საოპერაციო საქმიანობა ლიმასოლში, თბილისსა და მოსკოვში მდებარე ოფისებიდან ხორციელდება.

„Petrocas”-ის ხელმძღვანელი დავით იაკობაშვილი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ „გარიგება Petrocas-ის, როგორც საკვანძო რეგიონული მოთამაშის, წარმატებულობის დასტურს წარმოადგენს და ხაზს უსვამს ამიერკავკასიის ენერგეტიკული კორიდორისა და რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას“.