უცხოეთი
ჟურნალმა People წლის ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალი დაასახელა. 2014 წელს რეიტინგში პირველი ადგილი ქეით აპტონს ერგო
zarubeJom-1საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკელი მსახიობი და მოდელი, რომელსაც წელს 22 წელი შეუსრულდა, ჟურნალ People-ის ვერსიით, წლის ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალი გახდა. შარშან მან მხოლოდ მე-18 ადგილი დაიკავა რეიტინგში. სექსუალობისა და სილამაზის ასეთი აღმასვლა იმას უკავშირდება, რომ ქეით აპტონის ფოტოები იმ ცნობილი სახეების ექაუნთებიდან მოპარულ ფოტოებს შორის იყო, რომლებმაც დიდი აურზაური გამოიწვია ინტერნეტში. საზოგადოებამ ქეითი „ნიუს“ სტილში შეაფასა და გადაწყვიტა, რომ იგი სავსებით იმსახურებს 2014 წლის ყველაზე სექსუალური ქალის წოდებას. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს ქეითის სილამაზის შესაფასებლად.