რელიგია
მეუფე დანიელი: „ახალი წელი ეს არის ახალი ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში და გვაქვს იმედი, რომ იგი შეიძლება გახდეს მთელი ერის, ქვეყნის განახლების, უკეთესი მომავლის წელი“

sazog-1-relig-1საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი.  28 დეკემბერს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი):

არასოდეს არ უნდა შეირყეს იმედი იმისა, რომ ღვთის შეწევნით და დახმარებით, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ცხოვრება, თითოეული ჩვენგანისა, მთელი ერისა და ქვეყნისა, ღმერთი მოგვანიჭებს ძალას, რომ დავძლიოთ ჩვენ წინაშე არსებული წანააღმდეგობანი და ვიპოვოთ სწორი გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან.

სახარებაში უფალი ბრძანებს: შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელი არს ღვთისა მიერ. მართლაც, არ არსებობს რთული ვითარება, რომლისგანაც არ შეიძლება ღმერთმა ადამიანი არ იხსნას. ამიტომაც, დიდია ჩვენი იმედი და სასოება.

უფალი ყველაფერს მოგვცემს, რასაც კი ვითხოვთ კეთილს, სასარგებლოს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენი რწმენა უნდა იყოს მტკიცე და შეუორგულებელი”, აღნიშნა მეუფე დანიელმა.