უცხოეთი
ნ. ს. მიხალკოვის პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, რომ ტელეარხზე „Россия 1“ გაიმართა ნ. ხ. მიხალკოვის ახალი დოკუმენტური ფილმის „Своя земля“ პრემიერა

1-mixalkov-zar-1საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. დოკუმენტური ფილმი „Своя земля“ ნიკიტა მიხალკოვის პროექტის გაგრძელებაა, რომელიც რუსულ სოფელს ეძღვნება. ერთი წლის წინ „Чужая земля“-მ ბომბის აფეთქების ეფექტი გამოიწვია. ფილმი მომაკვდავი რუსული სოფლის შესახებ მყისიერად მოედო სხვადასხვა ფორუმსა და ბლოგს, კონფერენციასა და სოციალურ ქსელს.

„ფილმი „ჩუჟაია ზემლიას“ ჩვენების შემდეგ ურიცხვი რაოდენობის წერილი, დეპეშა და ზარი მივიღე, რუსეთის თითქმის ყველა რეგიონიდან. სტუდია ტრიტე-ში მოდიოდა წერილები ჩვენი სამშობლოს ყველაზე შორეული კუთხეებიდანაც. ადამიანები არა მარტო მადლობას უხდიდნენ ჩვენს გუნდს ფილმისათვის, წამოჭრილი პრობლემისათვის, არამედ მოგვითხობდნენ იმაზე, თუ როგორ გაიარეს თავად სირთულეები, როგორ იბრძოდნენ საკუთარ მიწაზე ცხოვრებისა და შრომის უფლებისათვის, - ჰყვება დოკუმენტური პროექტების - „ჩუჟაია ზემლია“ და „სავოია ზემლია“ ხელმძღვანელი ნიკიტა მიხალკოვი, - ამ წერილებს უპასუხოდ ვერ დავტოვებდით, დარწმუნებული ვიყავით, რომ საშუალება უნდა მიგვეცა ასობით ხმისთვის, გამგონე ჰყოლოდა. ეს ისტორიები ხომ თავისებურ გმრიობაზე ჰყვება, უზომო გამბედაობაზე, რუსული ხასიათის სიძლიერეზე, ჩვენი ქვეყნის ნამდვილ პატრიოტებზე“.

„ფილმი „სვოია ზემლიას“ გადამღები ჯგუფი მათ გასაცნობად გაემგზავრა, ვისაც არ ეშინია სოფლის მეურნეობით დაკავების, მიწაში ოფლისა და ძალების ჩაღვრის, ომსკსა და რიაზანში, ალტაიზე, ბაშკირიასა და კალუგაზე, კოსტრომასა და პერმში...