რელიგია
მზიანი ღამე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის აღსაყდრებიდან 37 წელი შესრულდა

1-Solnce-saz-1-rel-1საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. სვეტიცხოველში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის და პატრიარქის აღსაყდრების 37 წელთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა გაიმართა. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა, პატრიარქის ქადაგებამდე კი – ამბა ალავერდელმა, მიტროპოლიტმა დავითმა, რომელმაც უწმიდესის მოღვაწეობის ეპოქას მზიანი ღამე უწოდა. მეუფის შემდეგ ილია მეორეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღსაყდრების 37-ე წელი მიულოცა.

მე ვგრძნობდი, ვხედავდი იმ გაჭირვებას, რომელშიც იყო საქართველო და ჩვენი ეკლესია. ვხედავდი, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ღმერთთან და ღმერთი იყო ჩვენთან ახლოს. ამიტომ ამ 37 წლის მანძილზე არასდროს სასოწარკვეთილება არ ყოფილა ჩემში. ბიბლიაში წერია: ვინც ღმერთს უყვარს, იმას უგზავნის განსაცდელებს”, – ბრძანა უწმიდესმა.

ილია მეორეს თქმით, უფალმა ქართველებს სიყვარულის ნიჭი და მადლი უბოძა.

ეს სიყვარული და ძალა ღვთისა მუდამ დაიფარავს საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისაგან. 37 წელი მძიმე იყო, იყო მზიანი ღამე, მაგრამ იმედს, მზეს ვხედავდი, მადლობა უფალს ამ იმედისათვის”,- აღნიშნა უწმინდესმა.