რელიგია
ირაკლი ღარიბაშვილი: „მთავრობის დადგენილება, ოთხი რელიგიური კონფესიისთვის საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების შესახებ შესრულებულია”

postanovl-polit-1-relig-2საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ–მინისტრის რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილი კონფესიების დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურებით დაინტერესდა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა ვაშაყმაძეს მოკლე ანგარიშის წარდგენა სთხოვა.

„დავალება, რომელიც მოცემული იყო თქვენი ხელმძღვანელობით და დადგენილება, რომელიც მიღებული იყო მთავრობის მიერ საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, შესრულებულია. დღეს წარმოდგენილია მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული 4 კონფესია: საქართველოში მუსლიმური თემი, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკური ეკლესია და ებრაული თემი.  სახელმწიფომ აიღო კეთილი ნება და გამოყო რამდენიმე მილიონი ლარი. ოთხივე კონფესიასთან გაფორმებულია ხელშეკრულება სახელმწიფოს მხრიდან, რელიგიის სააგენტოსა და თითოეულ კონფესიას შორის, აღნიშნული თანხები, რომელიც გადანაწილებული იყო, დარიცხულია მათ ანგარიშზე. შესაბამისად, პროექტი შედგა“, – აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.