უცხოეთი
ვლადისლავ სურკოვი: „სამხრეთ ოსეთი და რუსეთი იანვარში ახალ ხელშეკრულებას შეათანხმებენ, რომელსაც ხელი აუცილებლად მოეწერება“

surkov-zar-1-anსაქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ხელშეკრულებას რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელი იანვარში მოეწერება, - ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა.

სურკოვის თქმით, ახალი ხელშეკრულება უსაფრთხოებისა და სოციალურ სფეროში ინტეგრაციის გაღრმავებას ემსახურება. სურკოვმა აღნიშნა, რომ ნავთობის ფასების დაცემა რუსეთს აზარალებს, თუმცა ეს არ უნდა აისახოს სამხრეთ ოსეთზე, რომელს მოსკოვისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. „რუსეთი არ შეწყვეტს საინვესტიციო ღონისძიებებს 2015-2017 წლებისათვის. ჩვენ, შესაძლოა, რიგ საკუთარ ამოცანებზე უარი ვთქვათ, მაგრამ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვერ დავაღალატებთ“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ამბობენ, რომ ცხინვალსა და მოსკოვს შორის ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.