რედაქტორისგან
„როგორც ზუსტად ერთი წლის წინ საქინფორმი აცხადებდა, ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების რატიფიკაციასთან ერთად, შესაძლოა დაიწყოს საქართველოს ავტონომიზაციის პროცესი - სომხური, აზერბაიჯანული და მეგრული რეგიონალურ ენებად გამოცხადება“

agasi-pol-2-red-1

საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი 2013 წლის 13 დეკემბერს აფრთხილებდა, ევროკავშირთან საქართველოს აოციაციის შეთანხმების ხელმოწერით, ჩვენ, ევროქართველები, არა მარტო საბოლოოდ დავკარგავთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, არამედ შესაძლოა სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, აჭარა და ქვემო ქართლიც დავკარგოთ.

2014 წლის 18 დეკემბერს ამ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ, საქართველო ვალდებულია რეგიონალური ენების (ეროვნულ უმცირესობათა ენების) ევროპული ქარტიის რატიფიცირება მოახდინოს, რომელსაც საქართველომ (მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძის სახით) ხელი მოწერა 1999 წლის აპრილში, ევროპის საბჭოში შესვლისას, რის შმედეგაც მეგრული, აზერბაიჯანული და სომხური რეგიონალური ენების სტატუსს მიიღებენ. საიდანაც ერთი ნაბიჯია სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ავტონომიებად გამოცხადებამდე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტმა რესპუბლიკური პარტიის მიერ შემუშავებული  თვითმმართველობის ახალი კოდექსი მიიღო, რომლის მიხედვითაც 12 ქალაქმა (რეგიონული ცენტრმა) თვითმმართველი ტერიტორიული ერთეულის სტატუსი მიიიღო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებით.

და აი, 2014 წლის 20 დეკემბერს, შეთანხმების რატიფიკაციის მეორე დღეს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახკის დიასპორის“ პრეზიდენტმა კომენტარი გაუკეთა საქართველოს ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების რატიფიკაციას ევროპარლამენტის მიერ. როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა აგასი არაბიანმა Frontnews-თან საუბრისას განაცხადა, საქართველოს მთავრობამ უახლოეს ვადებში უნდა მოაწეროს ხელი  „რეგიონალური ენების, ანუ ეროვნული უმცირესობების ენების შესახებ ევროპულ ქარტიას“, მოახდინოს მისი რატიფიკაცია და მიანიჭოს სომხურს სომხებით კომპაქტურად დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რეგიონალური ენის სტატუსი.

საქინფორმი
2014 წლის 23 დეკემბერი
საქართველო, თბილისი