უცხოეთი
აფხაზეთის მედია: „დაკავებულია საქართველოს 8 მოქალაქე, რომლებიც ქართულ ოკუპაციურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ აფხაზი ხალხის სამამულო ომის პერიოდში 1992-1993 წლებში“

zar-3-an-3საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. საიტი „Нужная газета“ აქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას:
„გალის რაიონის ძალოვანმა სტრუქტურებმა 2014 წლის 17 დეკემბერს საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს (ვიდეო იხ. აქ).
აღნიშნული პირები ცხოვროდნენ ომისშემდეგომ პერიოდში გალის რაიონის ტერიტორიაზე. ოპერატიული მუშაობის შედეგად არსებობს ინფორმაცია მათი მონაწილეობის შესახებ 1992-1993 წლების სამხედრო მოქმედებებში აფხაზი ხალხის წინააღმდეგ.

არსებული ინფორმაციით, ისინი რაიონში ეხმარებოდნენ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებსა და დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებს. ერთ-ერთმა დაკავებულმა, აბშილავა ომარ ვალერის ძემ უკვე მისცა აღიარებითი ჩვენება 1992-1993 წლების საბრძოლო მოქმედებებში თავისი მონაწილეობის შესახებ“.