უცხოეთი
ვლადიმერ სანაკოევის კომენტარი ლეონიდ თიბილოვის სტატიაზე „სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია მხოლოდ თანაბარუფლებიან საფუძველზეა შესაძლებელი“

zar-2-an-2საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ასეთი კომენტარი გაუკეთა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ „თბილისი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან პირდაპირ კონტაქტებზე და პოლიტიკური დიალოგზე უნდა წავიდეს“.
„რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა ყველაფერს, რომ შეენარჩუნებინა მშვიდობა სამხრეთ კავაკსიაში და არ დაეშვა ოსების გენოციდის განმეორება, რომელიც საქართველომ 1920 წელს განახორციელა. საქართველოში სხვა გზა აირჩიეს, ამ არჩევანის უშუალო შედეგად იქცა შეცვლილი რეალიები და ამ რეალიებს საქართველოში ანგარიში უნდა გაუწიონ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ეს საქართველომ დროა გაიგოს. პირველი, რითიც საქართველომ უნდა დაიწყოს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტოს ფიქრიც კი ახალ აგრესიაზე სამხრეთ ოსეთის მიმართ, აღიაროს თავისი დანაშაული ოსების მიმართ გენოციდის გამო და ხელი მოაწეროს იურიდიულად დამავალდებელ დოკუმენტს ძალის გამოყნებლობის შესახებ. მეორე ნაბიჯად უნდა იქცეს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღიარება. ეს უბრალო ნაბიჯები დიალოგისკენ გზას გაგვიხსნის. თუმცა, საპირისპიროს ვხედავთ. საქართველო ყველანაირად გაურბის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარს და, ფაქტობრივად, ახდენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საბოტაჟს. ჯანსაღ აზრსა და გამსახურდიასა და სააკაშილის იდეალებს შორის საქართველო არჩევანს არა ჯანსაღი აზრის სასარგებლოდ აკეთებს“, - დაასკვნა თიბილოვმა.
ვლადიმერ სანაკოევმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ლეონიდ თიბილოვის სტატიის კომენტირება შემდეგნაირად მოახდინა:

„მე, როგორც ყოველთვის, უამრავი კითხვა მაქვს, იმათგან განსხვავებით, ვინც ყველაფერი იცის. ვიღებ ციტატებს და ვსვამ კითხვებს.

ციტატა: „კონფლიქტი, რომელიც აგსული საუკუნის 80იანი წლებიდან გრძელდებოდა, 2008 წლის აგვისტოში დასრულდა“

კითხვა: შეგვიძლია უკვე მშვიდად ვიძინოთ, თუ „კონფლიქტი დასრულდა“?

ციტატა: „ვლადიმერ პუტინმა სწორად მიუთითა პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე“

კითხვა: მაშ, რატომ არ იწყებენ „პირდაპირ დიალოგს“, თუკი „ვლადიმერ პუტინმა სწორად მიუთითა?“ თუ ლ. თიბილოვი თბილისში ჩასვლას ერიდება, მაშინ ცხინვალში მიიწვიოს კლოუნი ზაქარეიშვილი, თუნდაც, და შეეცადოს „პირდაპირ დიალოგში“ ჩართვას, პაატასაც ხომ იგივე სურს.

ციტატა: „აღიაროს თავისი დანაშაული ოსების მიმართ გენოციდში“

კითხვა:თუკი მართლაც ჰქონდა ადგილი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, მაშინ რფ-ის სახელმწიფო დუმა რატომ არ არრებს „გენოციდს ოსების წინაააღმდეგ“?

ციტატა: „მეორე ნაბიჯად უნდა იქცეს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღიარება“

კითხვა: რანაირად უნდა მოხდეს „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღიარება“ მას შემდეგ, რაც იქიდან მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობა განდევნეს (30 000), ან, რბილად რომ ვთქვათ, ისინი რეალურ სასიკვდილო საფრთხეს გაექცნენ, რის შემდეგაც გაზარცხვეს მათი სახლები, ხანძარი წაუკიდეს და დაანგრიეს, დასასრულ კი მიწასთან გაასწორეს, რის შესახებაც მთელ მსოფლიოს აუწყა ედუარდ კოკოითმა???

ბოლო კითხვა: იქნებ ეს განცხადება არშემდგარ პოლიტიკოსს, ანუ პოლიტიკაში შემთხვევით ადამიანს ეკუთვნის?