უცხოეთი
პუტინმა ყველაფერი ნოტებზე ააწყო - რუსეთმა ერთ კვირაში 20 მლრდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და საკუთარი მონოპოლიების აქციათა 30%-იც დაიბრუნა

zar-1-an-1საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, როცა დასავლეთის ეკონომიკური სანქციებისა და OPEC-ის მხრიდან სურვილის უქონლობის გამო, შეემცირებინა ნავთობის მოპოვება, რუბლი დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა ნავთობის ფასთან ერთად, ხოლო რუსეთის ენერგეტიკული კომპანიების აქციათა ნაწილი უცხოელ ინვესტორებს - ამერიკელებსა და ევროპელებს  ეკუთვნოდათ.

ეს ნიშნავს, რომ ნავთობისა და გაზის წარმოებიდან მოგების ნახევარზე მეტი არა რუსეთის ხაზინაში, არამედ ევროპის „ფინანსურ ზვიგენთა“ ანგარიშებზე მიდიოდა.

ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ყირიმში რუბლი მკვეთრად დაეცა, თუმცა რფ-ის ცენტრალური ბანკი არაფერს აკეთებდა რუბლის კურსის შესანარჩუნებლად. გავრცელდა ხმები, რომ რუსეთს უბრალოდ არ აქვს ვალუტის მარაგი რუბლის კურსის გასამყარებლად...

ამ მითქმა-მოთქმამ და პუტინის განცხადებამ, რომ იგი მზად არის დაიცვას უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა, გამოიწვია რუსეთის ენერგეტიკული კომპანიების აქციებზე ფასების დიდი ვარდნა და „ფინანსურმა ზვიგენებმა“ აქციები გასაყიდად გამოიტანეს მანამ, სანამ ისინი სულ გაუფასურდებოდა.

პუტინი მთელი კვირა ელოდა და მხოლოდ იღიმოდა პრესკონფერენციაზე. მაგრამ როცა ფასი მთლად დაეცა, მან ბრძანება გასცა, ერთიანად შეესყიდათ აქციები ყველა ამერიკელისა და ევროპელისგან! სანამ „ფინანსური ზვიგენები“ მიხვდნენ, რომ ისინი გააცურეს, გვიანი იყო - აქციები უკვე რუსეთის ხელში აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ რუსეთმა ამ დღეებში 20 მლრდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, თავისი კომპანიების აქციებიც დაიბრუნა და ახლა მოგება ნავთობისა და გაზისგან საზღვარგარეთ კი არ წავა, არამედ რუსეთში დარჩება! ბრავო, პუტინ, ასეთი ბრწყინვალე ოპერაცია სავალუტო ბაზარს ჯერ არ ახსოვს...