უცხოეთი
პუტინი: სააკაშვილს მთელ მსოფლიოში დევნიან, როგორც ტილიანს აბანოში, მას სამუშაო ვიზასაც კი არ აძლევენ აშშ-ში! ჩვენ მოხარული ვქინებით საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი წარმომადგენლის - პრეზიდენტისა თუ პრემიერის ხილვის მოსკოვში!“

1-gonyaet-zar-3-anსაქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 18 დეკემბერს, გაიმართა რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მეათე დიდი პრესკონფერენცია.
ქართული ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპონდენტი თამარ გოცირიძის უკიდურესად არაკომპეტენტურ და არასწორ კითხვაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიეთობების პერსპექტივის შესახებ, პუტინმა უპასუხა:

იცით, საკითხი, ისევე, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით, იმაში მდგომარეობს, რომ მოველაპარაკოთ ხალხს, რომელიც ტერიტორიებზე ცხოვრობს. თავის დროზე ვცდილობდი დამეყოლიებინა მიხეილ ნიკოლაევიჩ სააკშვილი, რომელიც ახლა ძებნაშია - სხვათა შორის, ჩვენ აქ სრულებიტ არაფერ შუაში ვართ, ალბათ ვერავინ მოიტანს ეჭვს ჩვენზე, რომ მას დევნის მთელ მსოფლიოში, როგორც ტილიანს აბანოში, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება - არა ჩვენი ინიციატივით, აქ ჩვენ სრულებით არაფერ შუაში ვართ, - და მას სამუშაო ვიზასაც კი არ აძლევენ აშშ-ში, რამდენადაც ვიცი. თავის დროზე ვეუბნებოდი: „მიხაილ ნიკოლაევიჩ, ნუ აკეთებთ ამას, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ საბრძოლო მოქმედებები“. – „არა, არავითარ შემთხვევაში“. და დაიწყო.  შედეგი ცნობილია.

მესმის, რომ ეს ქართველი ხალხის ტკივილია, სისხლმდინარე იარაა. თუმცა, 1919 წელსაც (ასევე ყველამ იცის) ადგილი ჰქონდა ძალიან მძიმე მოვლენებს, როცა რუსეთის იმპერიის ნგრევის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესახებ გამოაცხადა, ხოლო აფხაზეთმა განაცხადა, რომ რუსეთის შემადგნელობაშ სურდა დარჩენა. და იგივე მოხდა: იგივე სადამსჯელო ოპერაცია და საბრძოლო მოქმედებები. ესეც არ მისცემია დავიწყებას.

ეს ჩვენი მოგონილი არ არის. ჩვენ მუდამ ყველა სასიკვდილო ცოდვაში გვდებენ ბრალს, რომ პროვოცირებას ვახდენთ. არაფრის პროვოცირებას არ ვახდენთ. ასე ხდება. ამ ხალხთან დალაპარაკებაა საჭირო. და ჩვენ მზად ვართ ამას ხელი შევუწყოთ. თუმცა მას შემდეგ, რაც ეს გაფრთხილებები იგნორირებული იქნა, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. დიახ, რუსეთმა აღიარა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. რეალიებიდან უნდა გამოვიდეთ.

შესაძლებელია თუ არა ამ პირობებში რაიმეს გაკეთება? გულწრფელად გეტყვით: ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, პირველ ეტაპზე საჭიროა თუნდაც ურთიერთობების მოწესრიგება, პირდაპირი კონტაქტები, დიალოგი უნდა იყოს პოლიტიკური. თუ ეს მოხერხდება, ყველანაირად შევუწყობთ ხელს ამ პროცესს. ხოლო სადამდე მიგვიყვანს იგი, ახლა არ შემიძლია ამის თქმა...

იცით, საქართველოში ძალიან ცოტა კონტაქტები გვაქვს, სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, ისინი პრაქტიკულად არ არის. იქ შიდაპოლიტიკური ბრძოლაც არ წყდება, ვხედავთ.

თუ საქართველოს ხელმძღვანელობა შესაძლებლად ჩათვლის, მოხარული ვიქნებით მოსკოვში საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი წარმომადგენლის - პრეზიდენტისაც და პრემიერის ხილვისაც“.