უცხოეთი
პუტინი: „რუსეთს ორი ბაზა აქვს საზღვარგარეთ, ამერიკის ბაზები კი მთელ მსოფლიოშია, რფ-ის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 50 მილიარდია, პენტაგონის ბიუჯეტი კი ათჯერ მეტი, 575 მილიარდი. და ეს ჩვენ ვატარებთ აგრესიულ პოლიტიკას?!“

1-dve-zar-2-anსაქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 18 დეკემბერს გაიმართა რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მეათე დიდი პრესკონფერენცია.
„ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი ჯონ სიმფსონის კითხვაზე „დასავლეთის ქვეყნების მიმართულებით რუსეთის თვითმფრინავების გახშირებული სახიფათო მანევრების“ შესახებ, პუტინმა უპასუხა:

„... რუსეთი სულ უფრო ხისტად იცავს თავის ნაციონალურ ინტერესებს. ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, იერიშზე არ გადავდივართ, ამ სიტყვის პოლიტიკური გაგებით.

... იცით, თუ არა, რომ 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთმა სრულად შეწყვიტა, როგორც ამას სსრკ აკეთებდა, ჩვენი სტრატეგიული ავიაციის ფრენები პატრულირების შორეულ რაიონებში? ჩვენ მთლიანად შევწყვიტეთ, ამერიკული სტრატეგიული თვითმფრინავები კი, ბირთვული იარაღით, ფრენებს განაგრძობდნენ. რატომ? ვის წინააღმდეგ? ვის ექმურებოდნენ? ჩვენ არ ვფრენდით და არ ვფრენდით წლიდან წლამდე. და მხოლოდ ორი-სამი წლის წინ განვაახლეთ ეს ფრენები. ასე რომ, პროვოცირებას ვინ ახდენს? ჩვენ?

ჩვენ პრაქტიკულად მხოლოდ ორი ბაზა გვაქვს საზღვარგარეთ და ისიც ტერორისტულად სახიფათო მიმართულებებით: ყირგიზეთში, მას შემდეგ, რაც იქ ბოევიკები შევიდნენ ავღანეთიდან, ყირგიზეთის ხელისუფლების, მაშინ პრეზიდენტი აკაევის თხოვნით და ტაჯიკეთში - ასევე ავღანეთის საზღვართან... ამერიკის ბაზები კი მთელ მსოფლიოშია. და თქვენ გინდათ თქვათ, რომ ჩვენ ვიქცევით აგრესიულად? ჯანსაღი აზრი არსებობს თუ არა? ევროპაში რას აკეთებენ ამერიკის შეიარაღებული ძალები, მათ შორის ტაქტიკური ბირთვული იარაღი? რა ესაქმებათ იქ?

ჩვენი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალი წლისთვის გაიზარდა, თუმცა, დოლარის ექვივალენტში, თუ არ ვცდები, დაახლოებით 50 მლრდ დოლარს შეადგენს. პენტაგონის ბიუჯეტი კი ათჯერ მეტია - 575 მილიარდი. და თქვენ გინდათ თქვათ, რომ ჩვენ აგრესიულ პოლიტიკას ვატარებთ?

ჩვენ რა, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აშშ-ის ან სხვა სახელმწიფოების საზღვრებისკენ ვწევთ? ნატოს ბაზებს ვინ წევს ჩვენკენ, სამხედრო ინფრასტრუქტურას? ჩვენ ვინმე გვისმენს, თუნდაც რაიმე დიალოგს ამის თაობაზე ჩვენთან აწარმოებს? არავითარს.პასუხი მხოლოდ ერთია: თქვენი საქმე არ არის, ყველა ქვეყენას აქვს უფლება, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკუთარი საშუალება აირჩიოს. მაშ ჩვენ რატომ გვეკრძალება ეს?

და ბოლოს, ამაზე უკვე ვილაპარაკე გზავნილში - რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვი სისტემა. ვინ გამოვიდა ცალმხრივი გზით შეთანხმებიდან, რომელიც, უდაოდ, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენდა? ჩვენ? არა, ეს აშშ-მა მოიმოქმედა. გვიქმნიან საფრთხებს, განათავსებენ სტრატეგიულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს არა მარტო ალასკაზე, არამედ ევროპაშიც, რუმინეთშიც და პოლონეთშიც - უშუალოდ ჩვენ გვერდით. და თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ აგრესიულ პოლიტიკას ვეწევით?“