უცხოეთი
დაზუსტებული ინფორმაციით, პაკისტანში, პეშევარში მდებარე სკოლაზე თალიბების თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 132 ბავშვი და 9 მოწიფული ადამიანი

1Skola-zar-2საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. პაკისტანის არმიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ასიმ სალიმ ბაჯვა:
მათ სროლა დაიწყეს სკოლაში შესვლისთანავე და თითოეულ მათგანს თვითმკვლელის სარტყელი ეკეთა. ბოევიკები აშკარად არ აპირებდნენ რომელიმე მოსწავლის მძევლად აყვანას, მათ ამით დაშინების აქცია მოაწყევს. მათი ერთადერთი მიზანი მაქსიმალური რაოდენობის ბავშვობის დახოცვა იყო. დღემდე ვერავის წარმოედგინა, რომ ტერორისტების სამიზნედ შესაძლოა უდანაშაულო ბავშვები ქცეულიყვნენ. და ნუ უწოდებთ მათ მუსლიმანებს, მე ენაც კი არ მიტრიალდება, რომ მათ ადამიანები ვუწოდო“.
მოძრაობა „ტეჰრიკ-ი თალიბან პაკისტანის“ შეიაღებულმა ბოევიკებმა, რომლებიც პაკისტანელი სამხედროების ფორმაში იყვნენ გადაცმული, იერიში მიიტანეს პეშევარის ერთ-ერთ სკოლაზე, სადაც იმ მომენტში 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას სკოლის შენობა, ფაქტობრივად, დაინგრა. სამხედრო მოსამსახურეებმა იქიდან ბავშვებისა და მასწავლებლების მცირე ნაწილის გამოყვანა შეძლეს.

ყველა ტერორისტი განადგურებულია. თავდასხმის მსხვერპლად იქცა 132 ბავშვი 9-დან 14 წლამდე და 9 მოწიფული ადამიანი. ბოევიკებთან საპასუხო სროლაში დაიღუპა ერთი პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურე, - იუწყება „ტასი“. დაიჭრა 245-ზე მეტი ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.