უცხოეთი
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს ვერ შეძლებს სტრასბურგში ევროკავშირთან საქართველოს ასოციაციის რატიფიკაციაზე დასწრებას, სამაგიეროდ, იქ ერთმანეთს შეხვდებიან მეგობრები - ძებნაში მყოფი დამნაშავე სააკაშვილი და მარგველაშვილი!

1Druzya-zar-1საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მკურნალობის კურსს გადის ლიტვაში. ევროპარლამენტში კი შეთანხმების რატიფიკაციას დაესწრება საქართველოს პარლამენტის ორი დეპუტატი - თედო ჯაფარიძე და ვიქტორ დოლიძე, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიამ“ მიიწვია და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
„ქართული დელეგაციის წარმომადგენლები უკვე ადგილზე იმყოფებიან. მასში შედიან საგარეო კავშირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპის ინტეგრაციის საკითხების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე“, - იტყობინებიან პარლამენტში.

როგორც ცნობილია, სტრასბურგში არ გაემგზავრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძის თქმით, „ეს პარლამენტის პრეროგატივაა“.