უცხოეთი
„ყველაფერი არ გაკეთებულა იმისათვის, რომ ენგურჰესი, ეს ობიექტი აფხაზეთის საკუთრებად იქცეს. ის, რაც ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს!“ - რაულ ხაჯიმბას პრესკონფერენცია

1Inguri-zar-3საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. 11 დეკემბერს რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან მოკლედ დაახასიათა ის პროცესები, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ჟენევის დისკუსიების გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე კითხვის პასუხად ხაჯიმბამ აღნიშნა: „თუ ისინი სრულად ვერ ჭრის ჩვენ წინაშე მდგარ ამოცანებს, სამაგიეროდ, არსებობს შესაძლებლობა, რომ ყური დაგვიგდონ. აუცილებლად მიმაჩნია შეხვედრების გაგრძელება, სანამ არ არსებობს საკუთარი პოზიციების მკაფიოდ დაფიქსირების სხვა საშუალება“.

ენგურჰესთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას ხაჯიმბამ გამოთქვა ეჭვი - „ნამდვილად იღებს კი აფხაზეთი რესურსების იმ 40%-ს, რომლის შესახებაც თავის დროზე შეთანხმება გაფორმდა? დოკუმენტები, სამწუხაროდ, მოწმობს, რომ გასული წლების განმავლობაში ყველაფერი არ გაკეთებულა საიმისოდ, რომ ეს ობიექტი აფხაზეთის საკუთრებად ქცეულიყო. ამისათვის, მისი თქმით, საჭიროა, პირველი: პრეზიდენტმა და მთლიანად აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეიმუშაონ ღონისძიებები იმ დოკუმენტების მოსამზადებლად, რომლებიც ობიექტის კუთვნილების საკითხებს გადაჭრის. ის რაც ჩვენს ტერიტორიაზეა, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს“, - აღნიშნა ხაჯიმბამ.

მთლიანობაში, ენგურზე არსებულ საზღვართან დაკავშირებით ხაჯიმბამ განაცხადა: „მე მართლაც დავაყენე რამდენიმე პოსტის დახურვის საკითხი. მათი შენახვა არამიზანშეწონილია. უნდა გადაიჭრას სხვა პრობლემა - ქვედა და ზედა ზონების დაკავშირების საკითხი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. საჭიროა გზა, რათა ადამიანებმა შეძლონ ამ ადგილებიდან გალში ჩამოსვლა და რომ ეს არ იყოს იმაზე რთული, ვიდრე საზღვრის მეორე მხარეს გადასვლა“.