უცხოეთი
„ჩვენს რუს კოლეგებს აფხაზური მხარისადმი უნდობლობა დაუგროვდათ. ეს ჩვენ მიერ რუსეთის მხრიდან დასახმარებლად გამოყოფილი სახსრების ათვისების სამწუხარო გამოცდილების შედეგია“ - რაულ ხაჯიმბას პრესკონფერენცია

1Kolega-zar-2საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. 11 დეკემბერს რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან მოკლედ დაახასიათა ის პროცესები, რომლებიც ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს და პასუხი გასცა ჟურნალისტთა შეკითხვებს.

ამას წინათ ხელმოწერილი რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მიმართულია იქითკენ, რომ ახალი იმპულსი მისცეს ორი ქვეყნის ურთიერთობას. ჩვენ შეგვიძლია გადავტვირთოთ რუსეთთან სოციალ-ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენს რუს კოლეგებს აფხაზური მხარისადმი უნდობლობა დაუგროვდათ. ეს ჩვენ მიერ რუსეთის მხრიდან დასახმარებლად გამოყოფილი სახსრების ათვისების სამწუხარო გამოცდილების შედეგია. სამთავრობოშორისი კომისიის ამასწინანდელი სხდომის მიმდინარეობისას მივაღწიეთ გაგებას იმაში, რომ რუსეთის დახმარების მიშნელოვანი ნაწილი ამ წლიდან მიმართული იქნება ეკონომიკის რეალურ სექტორში პროექტების რეალიზაციაზე. რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ აფხაზეთი სახელმწიფოდ შედგეს და შეძლოს თავად გადაწყვიტოს თავისი ეკონომიკური პრობლემები. განსაკუთრებით რუბლის ფაქტობრივი დევალვაციისა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე“, - აღნიშნა აფხაზეთის ლიდერმა.